მშვიდობის დიდება {თავი 1}


ამბავი მოგვითხრობს გარკვეულ დროის,ომის მონაკვეთს თუ რა ხდებოდა,
 მძიმე ბრძოლის დროს ხალხის იმედი, მკვდარი პირობით თუ ახდებოდა

სამყარო შავი ფერებით სავსე გახვეულიყო ომის წყვდიადში...
ორი რჯული კი ერთმანეთს ებრძოდა, გართულნი იყვნენ სისხლის დიადში.

ბრძოლის ერთ მხარეს ამაყად იდგნენ, თორის მდევარნი, იუდეველნი,
მეორე მხარეს ყორნის მდიდები, იუდეველთა მიუტეველნი...

გაჩაღულ ომში არსებულ მიზეზს ბევრი მათგანი სწორადაც თვლიდა ,
იერუსალიმის გარშემო მდელო მოფენილ ცხედრებს ვერ დაითვლიდა.

ორივეს სურდა ეს წმინდა მიწა, იმედი ეწიათ თავიანთ ერში,
მშვიდობის იმედი გაუქრა ყველას, გახვეულიყვნენ წყვდიადის მტვერში.

ერთერთ კუთხეში წმინდა მიწაზე ცხოვრობდა პატარა დათიმი ბავშვი,
ომის ადგილას გაზრდასთან ერთად, ვერ გარკვეულა საკუთარ თავში.

ბრძოლა არ სურდა, ლოცვით ცდილობდა, არ გაეგრძელა მძიმე "წრებრუნვა"
რა არ ეცადა, რას არ მიმართა, ვეღარ გაუძლო შეძრწუნებულმა.

მარადისობის ბოლო იმედით მიმართა წმინდა გოდების კედელს,
ზემოთ ახედვით ცას აკვირდება, ღვთის გამოგზავნილ ანგელოზს ეძებს.

 გულმოკლულმა წარმოსთქვა სიტყვა:

 "    მოვედი მოგთხოვოთ გულის დაისი
      მძიმე მომავლის წინაშე ვდგავარ,
      შველა მჭირდება ადონაისი...   
                                                                 
      გთხოვ შეაჩერო ეს ომი ღმერთო
      სანამ სისხლის ღვრა გახდა დიდება
      რწმენა მოგვეცი ერთმანეთს ვენდოთ
      სანამ გონება დაგვებინდება...                "
 




                  ლ.გაბიდაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი