მშვიდობის დიდება {თავი 2}


კედლებთან ახლოს ქალაქის გარეთ, ავაზაკების სოფელი ბინადრობს,
მკაცრი კანონით თავებს აჭრიან, ყველა მათგანს, მიწას ვინც დათმობს.
                                                         
მთავარ წესად, ალაჰის რწმენით, მხრებზე ადევთ მძიმე უღელად,
 " იუდევლების არა დანდობა " სიტყვას იცავენ აზრ დაუღლელად.

მათ შორის მცხოვრებ პატარა ბიჭს, ჰქონდა ასევე დიდი ოცნება,
ჩუმად მალავს საკუთარ გულში, სანამ სხვა ვინმე დაემოწმება.

არ სურდა ომი, ენახა სისიხლი, ერთიდაიმავე წყვდიადში გახვევა
მასაც მოუნდა ალაჰის სიტყვის უკანასკნელი ფიცის თანხვევა.

აზრებ არეულ პატარა ბიჭს სურს დაარღვიოს დიდი წესები,
შორიდან მყოფი ფიქრების შემდეგ არჩია დატოვოს თავისი ფესვები

მისი ოცნებაც ასეთი იყო, უნდოდა მშვიდობით სხვაც დაენახა
მისი წარსულის ბნელი ფიქრები, კვლავაც წარსულში რომ დაემარხა





                         ლ.გაბიდაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი