მშვიდობის დიდება {თავი 3}


წლების მერეც კი ბნელი ფიქრებით წმინდა მიწაზე ისევ ომია,
და სანატრელად მშვიდობის იმედი მომავლისათვის მონაგონია.

შიმშილით კვდებიან ქალები,ბავშვები... მშვიდობას უკვე აღარ არს ფასი
წყვდიადში გაზრდილ ყველა ცხოველს კი თავად წყვდიადში ასწავლეს ბრაზი

 დაე ის ბავშვები იმედით სავსე, დასანან სიკვდილს გადარჩენიან,
მათთვის ეს ომი ბინძური სულის, სიკვდილზე მეტი განაჩენია.

მშვიდობას ნატრობენ, იმედს არ იკლავენ, კვლავაც იმედის სული დანოცავს,
კედლების გარეთ "ედემის ბაღთან" ორივე მათგანმა მიაგნო სალოცავს...

გაქცეულ მოზარდს მშიერ-მწყურვალეს, არ დარჩენია ლუკმა სამყოფი,
ომის გამო ტყეც კი დაიწვა და არ მოსვლია ტკბილი ნაყოფი

შიმშილის გრძნობის ცხარე ცრემლებით, დროს ატარებდა მოძიებაში,
სადაც უეცრად გადაეყარა იმ დათიმ მოზარდს მოძვინებაში...

შეშფოთდა ორივე პირველი შეხედვით, ხელი დაავლო ორივემ იარაღს,
დაე უეცრად ერთად თქვეს სიტყვა:
                                                         
 "    ეს დაგვიტოვებს მძიმე იარას...
                           
     ნუ გავაგრძელებთ ამ უბედურ ომს 
     და გავიმეტებთ სიკვდილად თავებს      "
                                  
ორივემ ერთად არჩია მშვიდობა, და ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთ მკლავებს.

შეჰფიცეს ერთმანეთს... არ იომებდნენ და არ გასტეხენ თავიანთ ფიცსა
მზრუნველი თვალით ერთმა მეორეს სანდო ფერებით, გულიც კი მისცა,
                                                     
ორივე მათგანმა შეიგრძნო ძმობა, ბოლო ნაჭერი პური გაივეს,
დაე ის ნატვრა რომელიც ქონდათ, მშვიდობისაკენ ბრძოლა დაიწყეს...





                                   ლ.გაბიდაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი