მშვიდობის დიდება {თავი 4}


თავდაპირველად ხალხში ავრცელეს,გახსნეს სახალხოდ ყველა სურვილი,
შეშინებულმა მოსახლეობამ, ბნელად არჩია მძიმე დუმილი,

არ დაუჯერეს, ცილი დასწამეს, ღალატისათვის დაადეს ბრალი,
მშვიდობისაკენ ბრძოლა წაართვეს და წაუყენეს სიკვდილის ვალი

ორივე ერი ერთად შეიკრა, ომის შეწყვეტა-გადადებისთვის,
მიზნად სიკვდილით, რომ დაესაჯათ, მათი მშვიდობის ქადაგებისთვის...

აი დადგა დრო გახვეულ წყვდიადში, მცირე ხნით მაინც შეჩერდეს ომი,
მძიმე დღე დადგა... და გაიმეტეს სახრჩობელაზე მხოლოდ ეს ორი.

მათ ხომ იმედი არ მოუკლიათ, მშვიდობა გახადეს ომის ნაცვალი,
შავი სამყაროს ბოლო წყვდიადში, კვლავაც დანერგეს სიკეთის მარცვალი...

და აიყვანეს სახრჩობელაზე, ირგვლივ მხოლოდ ზიზღის ხმა ისმის,
ხალხი დამდგარი მათ, რომ შეცქერის,გარშემო მარტო სიბილწეს ისვრის.

სანამ სიკვდილით დასჯა დაიწყეს, ბოლო სიტყვების მისცეს უფლება,
სადაც ღმერთის მიმავალ სიტყვით, ორივემ ითხოვა სიკვდილის კურთხევა...

ხალხს რომ მიმართეს ასე სთქვეს სიტყვა:
			          	
"      დაე აქ დგახართ სუყველა ერთად ,
       რომ მოგესმინათ ერთმანეთისთვის,
       იქნებ მშვიდობა გექციათ ღმერთად...

      ჩვენ რომ გვისაჯეთ სიკვდილით დასჯა
      სიკვდილის სურვილი მხოლოდ თქვენს აზრად
      ხომ შეგაერთეთ სუყველა ერთად
      თუნდ რომ დაგვიჯდა სიკვდილის ფასად...

      ნუღარ გაწირავთ სიკვდილად ერთმანეთს,
      ნუ დაამტკიცებთ სისხლით დიდობას,
      იქნებ ითქვას ეგ, სიკეთე ერთად ქნეს,
      იქნებ ასახოთ ქვეყნად მშვიდობა....                "




                                   ლ.გაბიდაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი