პოეზიის ღვთისმშობელო


დილას მზე შემომეგება
ცა უღრუბლო, ცისფერი
და მზის სხივმა მიამბო
ამბავი ჩვენი დიდების.

წარმოიდგენ? დილ-ადრიან
 მთებზე იყო ნისლები, 
ნაცრისფერი პერანგები 
გაუხდიათ მზის ქებით

ზღვამაც ისევ გაანათა
უმაღლესი მზის ცქერით,
წარმოიდგენ რა დიდია
ქვეყანა, ეს, ჩვენი.

დღეს ნუ სტირი საქართველო
მზე გვანათებს შენ შვიმებს,
პოეზიის ღვთისმშობელო
დღეს ვიმღერებ შენს ჰიმნებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი