ძველი ლანდები


ეს უდაბნოა და მე მარტო ვარ,
გზა დაბნეული, როგორც ტერენტი.
ირგვლივ ქვიშაა და ორმოები
თავსაფარია ძველი ლანდების.

ეს უდაბნოა და მე მარტო ვარ,
ისევ მესტუმრა ღამე მორიელი
ხელში მიჭირავს ძველი პოემა
მონაგონია უიღბლო ცხოვრების.

ირგვლივ ქვიშაა და ვარსკვლავები,
ცაშიც თუ მელის მე მორიელი
ვარ მორეული მე ამ ლანდებში 
ტანი - ციხეა, მე - პატიმარი.

და პოეზია არის მიწისძვრაა
რომ არ მასვენებს არც დგე არც ღამე,
გულს რომ გადატეხს ათას ნაწილად 
და უფსკრულიდან ლანდს ამოაფრქვევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი