დიალოგი უფალთან


ერთხელაც მძლია ეშმაკმა 
და განვიცადე ძალიან
ვფიქრობდი რომ ჩემსა ირგვლივ
 სულ ბოროტები არიან

ვფიქრობდი რომ შემაცდინეს 
და გავიმართლე თავი
მაგრამ უფალმა მომძახა 
არჩევანია მაგი

ბოროტი გაცდენს ეგაა 
მოვალეობა მათი
არჩევა კიდე შენზეა
ცუდი გინდა თუ კარგი

მე დავიბენი და ვკითხე
აბა რაღა ვქნა მაშინ
სუსტი ვარ ვერ ვუმკლავდები
მაშ ჩავიკეტო თავში

მან მითხრა დიდი ხანია 
ხარო ჩაფლული ლაფში
ხელს გიწვდი მომებღაუჭე 
და გადარჩები მაშინ

გულითა მითხრა ხსნა არის 
მაგრამ რთულია ძალზე
შენ უნდა ძლიო ბოროტი
და გაბატონდე მასზე

თუგინდა ეს მოახერხო
ილოცე დღე და ღამე
რაც მთავარია მითხარი
უფალო შენი მრწამს მე

აქამდე მას არ ვუსმენდი
ვდიოდი ცხოვრებას ორს
მაგრამ ყოველი შევცვალე
და ვაღიარებ სწორს 

ღმერთსა რომელსაც ვუყვარვართ
მივყავართ ცოდვიდან შორს
არგვკითხავს წარსულზე რამეს
და არც დაგვითვლის დროს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი