დოღობა
I სიყვარულის ხე აყვავდა, აყვავდა ჩემი გულიც, ფერდობებს პკური შეასხა ცვილით გაპეტნილ გულით, მთის ლურჯ მწვერვალებს ეხვევა ჯანღი, ქებათა ქების… მთის ძირას შავრა ცხენოსნებს გაუხსნავთ კარვის დაღი, ცხენოსანთ ხვევნა თარეშით კვლავ მოჰყოლია ქარიც… გვერდიდან შავრა მდინარის და ქექოულას მთანი… მდინარს მიჰყვება ვაჟკაცი ცხენის ფლაქუნის ხმაში, მხედართ მტვერი არ ღრევიათ გადახსნეს პირი ხმალით… მდინარის გზებზე მიდიან, მიჰყვებიანო კალას… აზანზარებულ კენჭებს და თან წაყოლილ ქარას… გზადაგზა ლაშარს იხსნებს შავი ტაიჭის მხეცი… აძგერებული მიწა, აძგერებული მტვერი… II მდინარეს კვეთდნენ ცხენნი, იმათი ფლოქვების ძგერა, ამსხვრევდა მდინარის შხეფებს და ნაროულას მძივას… ერთურთის გვერდით დგანან შავოსანი და თეთრი. ვაჟკაცნი უფრო ურტყამენ, ტაიჭს გააძრეს ბეჭი… აფაფრებული გზირად მიიფრენს ხატისთავში… გზას მიუყვება ფრთხილად, ვაი! არიოს კლანჭი, ცხენების ფრენა-ფრენა და თეთრი მოჩანს ხევი, მზის სხივისფერი შინდა ლილებით მოსილი ტევრი… III გზა მიდის, თითქოს არ იცვლის სიმებს შორს მოჩანს მთვარის შუქურთმა ცივი… ნელნელა იცვლის მზე პირის იერს და შეღამება მოუდის თბილი… მთათ შუბლი გახსნეს, მზე აღარ აჭერთ და კალათებით მოჩანს ტევრები… ასკილის ძირას შემკრთალი შველი ისვენებს ისევ და უცქირს ზეით… დოღობა მორჩეს სადაცააო, ცხენების ფლოქვი უფრო აჩქარდის და მხედრებივით გარინდებული- უცქერს სოფელი და ხედისთავი… აჩქარდნენ ძვლები, აჩქარდნენ მხეცნიც და მტვრის ტიალი ახლა გენახათ… შავმა ტაეჭმა, შავი ფეხებით დაჰკრა, ბნედები გააყრევინა… უკან მორბიან სხვანი ძლიერნი და ჭრელა-ჭრულა ფაფრების დენა… IV მდინარი ისევ ისევე მიდის და ნაროულაც ძველებურს ხედავს… წყალზე წისქვილნი კვლავაც იძვრიან და მთაზე ისევ შესხდნენ სერები… ფშავეთის მთებში ცხვარნი მიდიან და უკან მისდევს ფაფარი ცხენის. ოქროსფერ მინდვრებს მოეხვა მწყერიც და სანადიროდ მოუდის ბჭენი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი