''ღამე,,


გულის სიზმრებმა მითხრეს რომ 
დღის შუქზე ყოველთვის დამყვება ღამე,
ღამე რომელიც მეძახის დღისით,
დღეს კი რომელიც კვლავ შეჭამს ღამე.
რომც ვერ ვშველი და ვერც ვნებდები
ამდენ სიბნელეს, ამდენ სიშავეს,
რა დავუშავე? რა დამიშავეს?
ისე ღამემ რომ არ დამიძახოს,
ვიღას მოვუყვე გულის სიზმრები? 
აღარ დავჯაბნი მე სხვის სულებს 
და ჩუმათ ჩემთვისაც შევინიღბები.
ისე გაქცევაც რომ შემეძლოს,
მაინც არ დავტოვებდი ღამეს,
ჩემი გულის სიზმრებს თუ არა, 
მაინც მოვუყვებოდი სხვას ალბათ რამეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი