რახდება?!
რახდება?! რახდება? რახდება?! რატომ აღარ მთავრდება?! რატომ აღარ მთავრდება?! მერე ესეც მორჩება, მერე ესეც გაივლის, ვიღაც ჩანთით ჩაივლის, ვიღაც ქოლგით ჩაივლის, ვიღაც სულ არ ჩაივლის. მერე ესეც მოხდება, მერე ისეც მოხდება, მერე სულ არ მოხდება, იმას ხელი მოხვდება, არ დაგღალათ ბოდვებმა? რახდება? რახდება? რახდება?! რატომ აღარ მთავრდება! რატომ აღარ მთავრდება! დამანებეთ თავი! დამანებეთ თავი! გოიმებმა, არიფებმა, ყალბებმა, ეს ამდენი ბოდვა რომ კიდევ გაასმაგდება, რახდება?! რახდება?! რახდება?! რომ აღარ გეღიმება, ვიღაც რომ შეგზიზღდება, გულში თანაგრძნობის მწირიც რომ არ დარჩება, მერე ალბათ მთავრდება მერე მართლა მთავრდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი