''ღვთაებრივი სული,, (მხოლოდ მისთვის)


მე რომ მიწიდან ამოვდიოდი
ის კი ზეციდან ჩამოდიოდა, 
მერე ერთმანეთს რომ შევხვდებოდით,
თითქოს ყველაფერი გამოდიოდა.

მე ის მოვკალი! 
მე ის დავაჭკნე!
მასში დავტოვე 
მოხოლოდ დუმილი,
ვერ დავაფასე!
ვერ გავიმეტე!
რომ შემესრულა ყველა სურვილი.

რა არ მინახავს ამ ქვეყნად 
რა აღარ გადამხდენია,
სული ასეთი ლამაზი? 
მე არსად არ შემხვედრია.

სიტყვების შემკობით რომ გავყვე
ვერ დავლევ სიცოცხლის ბოლომდე,
ასეთი ქალისთვის მერჩივნოს!
სიკვდილამდე რომ ვომობდე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი