ეძღვნება თეატრს!


თავმა დამითმო განდევნა სულის 
გარდაცვალება ზეცის და მიწის,
გული შემეხო თითქოს გარედან
დაკაწვრა დაიწყო კარის და მინის.

სულ მთლად შეშლილმა გავაღე კარი
გავიქეცი და შევასკდი მახვილს,
მერე დავმშვიდდი უკან მოვბრუნდი 
ისევ გავყევი უაზრო ძახილს.

მაიმც ვერ ვჰპოვე გამოსავალი 
ბევრი ვეცადე განდევნა ეშმაკის,
მერე დავიწყე თავიდან კითხვა 
ნიცშეს კანტის და ანდა რემარკის.

ბოლოს დავნებდი ჩავჯექი ნავში 
გამოვიგლოვე მე ყველა მტერი, 
ისე არ წავალ მე ამ ქვეყნიდან 
რომ აღარ ვიგრძნო თეატრის მტვერი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი