''იასამანი,,
დამითმე ჩემო თვალებო სიცოცხლე, გააქრე მეგობარიც და მტერიც, გამრავლდეს ბევრი იასამანი რომ დავტკბე მისი შორიდან ცქერით. გააღე კარები ცხოვრების წესის მიყევი დროის უხმო დინებას, ფესვი გაიდგას ყველა სიკეთემ რათა არ აყვეს ავის გინებას. მარადისობით შეპყრობილი ვარ! უკვე აღარ ჩანს სიცოცხლის აზრი, მაგრამ ცოდვებს ხომ ვერ გავექცევი მოდი ვიცხოვრებ სანამ არ გავქრი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი