''ლამის სონეტი,,


ფრთები გამხმარა ძველი ლეშივით!
ვირთხები ჭამენ ახლა მელიებს!
ვისაც გაფრენა სურდა ყველა დაეცა
უნდა მიმართონ ღამის ფერიებს.

სინდისი უკვე რახანია მკვდარია,
ღირსებაზე რაღა ვილაპარაკო,
მაგრამ მაინც გაფრენაა ოცნება 
მინდა ამით თავი გავათამამო.

ვინმეს რომ არ განვიკითხავთ,
ცაც რომ აღარ მოიღრუბლება,
ბოროტება მახვილს დააგდებს 
და სიკვდილიც შეიზღუდება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი