მე და...
ვხედავ რომ ვეღარ მიტანენ ვინც ვარ ვგრძნობ რომ აღარსად მელიან თითქოს, ვხედავ ვგრძნობ და მერე განვიცდი ერთიანი შიში მე მიპყრობს. აღარ გათავდა ეს მოთმინება განაწამები, როგორ ტიროდა ის შუაღამე საათის ისრით? დამძიმდა დრო და დამძიმდა ღამე ხელებს ტალახის ცოდვით რომ ვისვრით. მერე გათენდა ის შუაღამე დრომაც გაიშვა აღარ გაჩერდა, ნეტავი ისევ სიშავე იყოს ის ხომ ჩემს სულს სულ არ აჩენდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი