''სიკეთის ხელოვნება,,


სიკეთე მინდა როგორმე შევქმნა!
ვაიძულო რომ ის ყველამ იგრძნოს, 
ბოროტებაა რომ დარბის გარეთ 
არც ბავშვს და არც ქალს იგი არ ინდობს.

სიკეთე მინდა როგორმე შევქმნა!
ყველას თვალებში რომ ჩავაქსოვო,
მაგრამ შური კი როცა მოგძებნის 
ძნელია სული მას არ ათხოვო.

სიკეთე მინდა როგორმე შევქმნა!
მისი სხივებით ყველა რომ გათბეს,
ღმერთი უარყოფს! და ეს არ უნდა 
კიდევ ვინმე რომ მას რამით გავდეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი