''ნამდვილი სიყვარული,,
ნამდვილ სიყვარულს რატომ დევნიან? თითქოს მოწყვიტეს აქ ყველა ხილი, ბედსა და სევდას პირი შეუკრავთ წყალს გააყოლეს თეთრი მანდილი. ნამდვილ სიყვარულს აღარ აქებენ, ტკბილი სიტყვებით ვეღარ ამკობენ, სიამოვნება ცრუ ღვთაებაა? ბედი და სევდა რომ კამათობენ. ნამდვილ სიყვარულს არ უყვარს დაცდა, მას უყვარს მხოლოდ ძველი გრძნობები, გიჟები ეძებენ ახლა ყვავილებს აბა გიჟს ხომ არ დაელოდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი