ერთი ერთზე


გამარჯობა! 
უკვე ერთი კვირა გავიდა რაც გაგიცანი. პირველივე დღეს შევამჩნიე, თუ როგორ ჰგავდი ჩემთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანს. პიროვნებას, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და ჩემი გულის 1/1 დაიკავა. (ეს რომ დავწერე ალბათ მეტყოდა, რომ მათემატიკაში 1/1 ტექნიკურად არ გამოიყენება, რადგან ერთის ერთზე გაყოფა უბრალოდ ერთს გვაძლევს.) ალბათ უკვე ბევრჯერ დაინახე ჩემი დაჟინებული მზერა შენკენ მომართული. ამ დროს ადამიანი რას აღარ იფიქრებს. მაგრამ ნუ გეშინია, მსგავსი არაფერია. ყოველდღე გაკვირდები და უფრო მეტ მსგავსებას ვხედავ შენში, ხმის ტემბრი, ნაკვთები, თვალები, თმა, ა.შ. ამას ალბათ იმიტომ ვაკეთებ, რომ მისი ყოფნა მაკლია იმ დროს. ამ წყურვილს თითქოსდა ნაწილობრივ ვიოკებ შენით, მაგრამ ვერა ბოლომდე. თანაც შენ მის ადგილს ვერც დაიკავებ ჩემს გულში, არც მინდა და არცაა საჭირო. არც ის მინდა, რომ თავი უხერხულად იგრძნო მაშინ, როცა შენი სახით მისი სურათის ხილვა მომინდება. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა და ვიმედოვნებ, რომ ახლა გეცოდინება, თუ რატომ ვაკეთებდი ამას. 
დროებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი