ნანატრი სული
ვგრძნობ, რომ დღეს რაღაც უცნაურად ამღერდა გული, იქნებ ჰგონია, თითქოს მისია ნანატრი სული... მამათაგან ვიცით ეს, რომ საწუთრო როდია მტრედი, ანდა ადამი როდისღა გალობს სიკვდილის პირას, ვით თეთრი გედი? დამთვრალა კაცი ამაო ყოფის მწუხარე შფოთით, და რით აბრუნებს ნეტარებას, თუ არა შოლტით? ან როგორ განჭვრეტს მაცხოვრის ზრახვას კაცთა გონება, ან როდის არის ჩვენი სურვილი ღვთაების ნება? ვგრძნობ, რომ დღეს რაღაც უცნაურად ამღერდა გული, იქნებ ჰგონია, თითქოს მისია ნანატრი სული... 19.08.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი