არამედ მხოლოდ გარდაცვალება...
ლეგა სიცოცხლის უგზო წრიალში, ზეციურ ნათელს გამოვედევნე. დამჭკნარი სული განვიმოსე და როგორც ჯვარცმული მე ისე ვევნე. თან დამსდევს ჩრდილი წინა ცხოვრების, კვლავ ვაფუჩეჩებ მე ჩემს მომავალს, ცხოვრების, რომლის წარმოსახვაშიც სიკვდილს ემოსა შავი მანტია. უწინ ბილიკი ნისლში ხვეული, გაფანტა ქარმა, უხმო მომავალს, ვისთვისაც ძველად ღაღადებდა რა, მალაქია და ესაია. გაქრა ტკივილი, სარეცელზე რომ მწოლარეს მღრღნიდა, ძვლებში ატანდა, რადგან ვფიქრობდი, რომ ნეტარება მემრუშეს ტანჯვად ევლინებოდა. დადგა დღე, დადგა ბოლო საათი, ვიგრძნე უღვთობა დღეს მთავრდებოდა, უსჯულოება განქარდა თითქოს და ჰორიზონტზე ჩანდა გოლგოთა. ვეღარ მაშინებს გზის დასასრული, ვეღარც უჭირავს გველს ხელმწიფება, და მე აღარ მწამს უკვე სიკვდილი, არამედ მხოლოდ გარდაცვალება... 25.11.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი