თბილისობა


ოქტომბრის არის ოთხი,
ჩვენს თბილისს მოსავს ხალხი,
ისმის ფანდურის ჟღერა,
იქვე ბავშვების რბენა.

მოსჩანს ნაკადი მარდი,
არავის ახსოვს დარდი,
იქით გაგორდა ნარდი,
აქეთ დავარდა ვარდი.

ძველი თბილისის ხედი,
გაშლილი რიყის პარკი,
აბანოთუბნის ნამი,
ორბელიანის ბაღი.

ყველა სვამს და თან ერთობა,
გვაკვირვებს მათი ერთობა,
ჩვენი სულების გალღობა,
ჩვენი გულების გათბობა.

ოქტომბრის არის ოთხი,
თბილისში მოსჩანს ხალხი.

04.10.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი