სჯობს სულ დავდუმდე
სჯობს სულ დავდუმდე, თუ ვერ დავწერე ლექსად ეს ჩემი გულის ნადები, თუ ძველებურად ვეღარ დავხატე ეს ოცნებები, წყებად ნაგები, ყოველდღე ვფიქრობ, ნეტავ ოდესმე სხვა მუშაკობით თუ დავკავდები, მაგრამ სარკმლის წინ ვზივარ ეული და კვლავ ამ ცასთან ერთად ვღამდები. 05.10.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი