ვიფიქრე, თითქოს რაღაც იწყება...


მე მივდიოდი მარტოდ, მდუმარედ,
გულში დაჰქროდა ნეტარი ვნება,
შენ ნაღვლიანი გქონდა თვალები,
იცოდი ჩემი თავდავიწყება.

მისული სახლში, ჩემს სარეცელზე, 
უგონო საგნად რომ დავესვენე,
წამიღო უმალ ოცნების ტალღამ,
ვიფიქრე, თითქოს რაღაც იწყება.

მე კარგად მახსოვს, იმ დღეს ჩვენ
ორნი,
ვისხედით ერთად, ძალიან ახლოს,
ალბათ მაშინაც, მე, მეოცნებემ,
ვიფიქრე, თითქოს რაღაც იწყება.

და მაინც, როგორ დავბრმავდი შენით,
რომ რეალობა ჩანდა სიცრუედ, 
და სწორედ მიტომ დავკარგე თავი,
ვიფიქრე, თითქოს რაღაც იწყება.

მე მივდიოდი მარტოდ, მდუმარედ,
გულში დაჰქროდა ნეტარი ვნება,
შენ ნაღვლიანი გქონდა თვალები,
იცოდი ჩემი თავდავიწყება...

15.10.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი