და ზეცის მნახველს რა დავუდგათ ჩამოსულს მღვიმედ?


დაკარგულ ედემს კვლავაც დაეძებს დაღლილი სული,
ამაო შფოთის გარეთ ყიალით აივსო გული.
წარწყმედის გზაზე კაცს მიუძღვება უღვთო რუტინა,
კვლავინდებურად სტანჯავს ღვთის შვილებს ურჩი სატანა.

დამჭკნარი ვარდი გამოვა სვეტად, დახრილ იოტად,
როგორც ლერწამი არ ნახავს ყლორტსა შავად მდუმარეს,
გამოვა ისევ და გაიკვალავს მომავლის კიბეს,
და ზეცის მნახველს რა დავუდგათ ჩამოსულს მღვიმედ?

17.10.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი