გავალღობ ისევ ამ სულს გათოშილს...


ოცნება დარდად გარდამესახა,
ვფიქრობ, ოდესმე თუ განვისვენებ...
დამლევს, დამნაცრავს ფიქრი ოხერი,
არ მომასვენებს ძილშიც არასგზით.
კვლავ შენთან ერთად თუ დავისვენებ,
კვლავ შენთან ერთად თუ დავღამდები,
და უშენობის სევდით დამაშვრალს
ციურ მალამოდ თუ მომედები,
გავალღობ ისევ ამ სულს გათოშილს
და ნეტარებას მივცემ საჯიჯგნად,
რა ძალმიძს მეტი ამა ქვეყნის შვილს?
ჩემს გვამს ვუტოვებ დედას სატირლად.

19.10.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი