გოშია ისევ ფაიტონშია
გავდივარ სახლის უგზო მორევში, გადარეული, როგორც ბოსელში გამოკეტილი სოფლის კალია, გამოიდარებს ალბათ ხვალიდან, მე უშენობა არვის გავანდე, შენს თავს მივანდე ჩემი გოშია, და სულის კოხტა მანდრაგორია მსგავსი წითელი როგორც ბორშია. გააღე კარი ალბათ ბოვშვია, და ეს ბოვშვია ჩემი გონება, შემიპატიჟე, სულში რომ გშია, დაცხრება ცეცხლი, გულსაც ხომ შია. ზღურბლს მიღმა მიხმობს ისევ გოშია, და ალბათ ისევ ფაიტონშია, მიდის არ მიცდის თითქოს ომშია და მისი ძეგლი მართლაც რომშია. 19.10.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი