მახსოვს საღამო, შენგან რომ ვევნე...


მახსოვს საღამო, შენგან რომ ვევნე,
მახსოვს დღე ჩემი მეტამორფოზის,
შენ შენი ტურფა ჟრიამულობით
დაწყლულებული რომ მე დამტოვე.

შენ გიხაროდა, მე კი ვტიროდი,
სისხლი ჩანჩქერად ჩამომდიოდა,
იმ დროს ვიცოდი, რომ ახლა უკვე 
ჩვენს შორის ჩანდა დიდი უფსკრული.

დაღამდა, ცრემლი აღარ გათავდა,
ჩემს თვალებს აჩნდა ზედ ნაპრალები,
ლოცვაც ცრემლებად გარდამესახა,
მე იმ დროს მხოლოდ ღმერთსა ვხედავდი.

ვიცოდი, ვგრძნობდი, კარგად ვამჩნევდი,
მხოლოდ უფალში იყო იმედი,
და ამ ცრემლებში მე გალუმპული,
ძველ კაცს შორიდან ძლივსღა ვხედავდი.

მახსოვს საღამო, შენგან რომ ვევნე,
და ეს საღამო იყო განწმენდა,
განწმენდა ჩემი ეგოიზმისგან
და თავგანწირვის სულისკვეთება....

21.10.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი