ვინ შეიმეცნებს მზესა მაღალსა ყოველსა ზედა?


ვინ შეიმეცნებს მზესა მაღალსა ყოველსა ზედა? 
კაცნი რომელნიც გახადე ღირსი გრძნობად მამისა, 
კაცთა რომელთაც განახვნეს გულნი თვისნი ხმობილნი,
რამეთუ თქმულ არს:
"აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი." 
მაგრამა ყველა როდი განაღებს დარაზულ ბჭესა
და დასაღუპად თვისა თავისა განაგდებს ღმერთსა. 
ვაი საბრალოთ მათ რომელნიც ვერა გაექცნენ კლანჭებს ქვეყნისა, 
ამაოებამ გახრწნა სულები მათი სიტკბოთი მისით  მწამვლელით, 
ვით ამირანი, ხატნი უფლისა გაგაკრათ გველმა ოქროს საბმელით, 
რომ დაკორტნილნი მიერ სოფლისა მეორეჯერ ვერ დაიბადენით.
უბედურია ხალხი, რომელთაც 
ვერ იგემეს რა შენი დიდება. 
ვინ შეიმეცნებს მზესა მაღალსა ყოველსა ზედა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი