მიმალული მთვარის ქარი


ღამეა კვლავ ჩუმი, 
მთვარე მიმალული,
ქარია კვლავ გულში, 
გრძნობით მილეულში, 
ნაზ განცდას აღვივებს მთვარის ჟრიამული,
არის ლაღი როგორც ბავშვურ, ტიტინ შერეული,
მოწიფული, როგორც შინდის ვარდი ზაფხულში,
სევდიანი, როგორც საუკუნო ყვავი, 
ყოფით გადაღლილი, 
ბევრის სანუკვარი,
ბევრის საძულვარი,
ხმა ბევრ კარგის მთქმელი,
არა განმკითხველი,
ელზე მზუნველი და
ფიქრში უძინელი, 
ზენას მოიმედე,
მერმისის მორწმუნე,
ხვაშიადის სულში მტკიცედ ჩამჭედელი,
მუდამ სიტყვით მალი, 
რომ არ მოგჭრას თვალი,
ძნელად დასაჯერი არის ნაუბარი. 
ჩურჩული ნატიფი, 
თვალწინ წარმომჩენი,
პირსახის თოვლივით თეთრად დახატულის,
თვალ-წამწამ ნათელი,
ცა-მზის სადარები, 
კოწოლ-დალალები, 
მდაგავს გამალებით,
და მე ისევ ვმღერი, 
როგორც ერი ბედნიერი, 
მრავალ ტანჯული და სისხლის კავალერი. 
ღამეა კვლავ ჩუმი,
მთვარე მიმალული, 
ქარია კვლავ გულში, 
გრძნობით მილეულში...


20.04.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი