იქნებ შენ იყავ სულაც კარიბჭე?
დავდივარ მარტო, ეული, ეს სიმარტოვე — წყეული... როგორ მახსენებს კვლავაც შენს სახეს, მე ხომ მარტოობაში გაგიცანი. ჩვენმა შეხვედრამ გააღო კარი ჩემთვის, რათა გახსნილიყო და შემოსულიყო ხალხი ჩემს მიყუჩებულ ცხოვრებაში. შენ კი თავად იყავი კარი ამისთვის. ალბათ ასეა საჭირო, როცა კარი იხსნება, მოდიან მრავალნი. შენ კი, როგორც კარმა, ჩასძახე ჩემს სულს მძინარეს, რადგანაც სულს სურს მეტამორფოზა, ჩემი რაციო კი ბოჭავს — შიშით მრავალით, ფიქრით მავალით... თუმცა... იქნებ შენ სულაც არ იყავ კარი? იქნებ შენ იყავ სულაც კარიბჭე? 27.10.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი