წავალ ტერენტის საფლავთან...


წავალ ტერენტის საფლავთან, 
ჩავიმუხლები,

მოვიმარჯვებ ჩემს ბლოკნოტს,
ფანქარს
 
და მოვიგონებ გრანელს,

არა ღვინით,
არამედ ჩემი ლექსებით,
მათ გავუგზავნი ლოცვად...

და ვინატრებ, რომ მის გვერდით ადგილი შემინახოს.
 
იქნებ და მოვასწრო თანამედროვე პოეტთ ეს სამუდამო დაღამება...

05.11.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი