ისიც ხომ იყო ერთ დროს ბავშვი...


ხშირად მეფიქრება, როცა გავივლი ხოლმე დიდუბის მეტროსთან, კიბეზე ჩამომჯდარ, ხელგამოწვდილ გლახაკზე. საღამომდე რომ არ იძვრის, რომ არ მიდის არსად — იქნებ ხვალისთვის მცირედი ლუკმა მაინც იშოვოს... 

და ამ შავ-თეთრ ყოველდღიურობაში, როცა ყურს მოჰკრავს ხოლმე სევდიან მუსიკას, რომელსაც ვიღაც, მასსავით ცხოვრებისაგან დაჩაგრული, დარდიანად აჟღერებს, როგორ ცქვეტს ყურებს მაშინვე, თითქოს საკუთარ ცხოვრებას ამოიკითხავს მასში. ნაღვლიან სახეს კი ეს სიმღერები უკანა ფონად ადევს...

ისიც ხომ იყო ერთ დროს ბავშვი...
ისიც ხომ იყო ოცნებით სავსე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი