მინდორში ხე დგას, მოხრილი და სევდიანი


ებრაელი ნა ომი
ებრაელი ნეკა 
ებრაელი სარა
ებრაელი ფრეიდელ
ებრაელი სეჟნა
რუსი ბრუხა (ბრუკჰა)
იოსეფ მენგელე ექიმი


პროლოგი - ოსვიეციმი, გერმანულად აუშვიცი,პატარა და ნაცრისფერი ქალაქია პოლონეთში. ირგვლივ ნაძვებია. სახლები დაბალია. რკინიგზის სადგურს პატარა ბაქანი და მოსაცდელი ოთახი აქვს. პატარა, ძველი მატარებელი ჭრიალით მოადგება სადგურს და თითქოს ერთი სული აქვს, აქაურობას გაეცალოს. დღესაც, ოსვიეციმში ჩასული ადამიანი გრძნობს, რომ აქ დიდხანს არ უნდა დარჩეს, რაღაც მძიმე აწვება გულს.

ოსვიეციმის, გერმანულად აუშვიც-ბირკენაუს სიკვდილის ბანაკი ყველაზე დიდი იყო ნაცისტების მიერ დაპყრობილ ევროპაში. ის იმდენად დიდი იყო, რომ 1944 წლისთვის მის კრემატორიუმებს დღეში 8 ათასი ადამიანის დაწვა და ფერფლად ქცევა შეეძლოთ... რამდენი ფაქტიც არ უნდა ვახსენოთ, ადამიანს არ შეუძლია იმის გაგება და წარმოდგენა თუ რა ხდებოდა იქ, მაგალითად იმის, რომ ჩვილები, მოხუცები და ავადმყოფები ბანაკში მისვლისთანავე განწირული იყვნენ გაზის კამერებისთვის; რომ პატიმართა დახვრეტისა და ჩამოხრჩობის დროს პატიმართა კლასიკური მუსიკის ორკესტრი უკრავდა; რომ გაზის კამერებში შესვლის ბოლო წუთამდე, მსხვერპლებს ეგონათ, რომ მათ აბაზანა უნდა მიეღოთ...

ჩვენ დღეს ვიცით, რომ ჰოლოკოსტი, ებრაულად შოა,ნაცისტური გერმანიის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული მასობრივი სასაკლაო იყო, რომელიც  ებრაელი ერის გასანადგურებლად, ასევე ბოშებისა და სხვა ჯგუფების მოსასპობად იყო მიმართული. ნაცისტებმა 6 მილიონი ებრაელი მოკლეს, მათ შორის დაახლოებით 1 მილიონი ბავშვი...

თუმცა, ამას აკეთებდნენ არა მხოლოდ გერმანელი ნაცისტები, არამედ პროფაშისტური და ნაციონალისტური მთავრობები სერბეთში, ხორვატიაში, უნგრეთში, რუმინეთსა თუ ლიტვაში. ბუდაპეშტში, დუნაის სანაპიროზე არის ფეხსაცმელების მემორიალი იმ ებრაელთა ხსოვნის პატივსაცემად, რომლებსაც დუნაის სანაპიროზე დახვრიტა უნგრეთის ფაშისტურმა მილიციამ. მოკვლამდე მსხვერპლებს უბრძანეს რომ ფეხსაცმელები გაეძროთ, რადგანაც დახვრეტის მერე ფაშისტებს მათი წაღება შესძლებოდათ...

რა არის აუშვიცის ბანაკი, სხვა უამრავი ბანაკის სიმბოლო? ბევრი თანამედროვე თეოლოგი წერდა, რომ აუშვიცში ღმერთი მოკვდა, რომ ღმერთი აუშვიცში არ იყო... სხვანაირად, ისინი ამ წყვდიადს ვერ ხსნიან...  

"აღარასოდეს", ამ სიტყვას დღეს ხშირად იმეორებენ ევროპასა და თუ დასავლეთის სხვა ქვეყნებში. "აღარასოდეს" აქ ნიშნავს, რომ ჰოლოკოსტი არ უნდა განმეორდეს, რომ მსოფლიოს ბავშვებს, ქალებს, კაცებსა და თუ მოხუცებს ბედნიერად ცხოვრება უნდა შეეძლოთ ყველგან და ყოველთვის! არა ომს, არა ძალადობას. 

 
 

სიბნელეა შემოდის იოსეფ მენგელე - შენ, აი შენ, ხო ხო შენ. რა გქვია? ნეკა? რა ლამაზი სახელია… მე იოსეფი. ექიმი იოსეფი. შენზე მითხრეს, რომ რაღაცა სჭირსო და მთხოვეს, რომ მემკურნალა, მართალია? როგორ თუ არაფერი გჭირს აქ რომ ასე მიწერია? ჰაჰ არაუშავს ჩემო… ჩემო სახელი რა გქვია? ნეკა? მართლა  რა ლამაზი სახელია. ოჰოო როგორი ლამაზი თვალები გქონია… მწვანე… კლაუს! ეს პატარა გოგონა ჩემს კაბინეტში წაიყვანე… უთხარი, რომ არ შეეშინდეს, ავად არის, რამდენიმე ექსპწრიმენტს ჩავუტარებ და კარგად იქნება. შემდეგი!!!

ნეკა პირველი იყო, მწვანე თვალები ჰქონდა და საუკეთესო იყო ექსპერიმენტისთვის. მეტად გონიერი იყო, მაგრამ ისე წყნარად დამემორჩილა, რომ ცოტათი შემეშინდა კიდეც… ჰაჰ ნეკას შემდეგ 5  ბავშვი ავარჩიე კიდევ 4 გოგონა და 1 ბიჭი. ბიჭიც მომწონს, მაღალია, სხვა ფერის თმა, სხვა ეროვნების. ყველაფერი იდეალური. ჰაჰ დამავიწყდა 5 კი ავარჩიე, მაგრამ ერთი მეტად ჯიუტი აღმოჩნდა. დედასთან ერთად იყო. რა ერქვა კი არ მახსოვს. რა მნიშვნელობა აქვს. იმდენი იტირა, იმდენი იტირა რა გული მომითმენდა ავდექი და… მე რა შუაში ვარ კლაუსმა ესროლა მე უბრალოდ ვუთხარი კლაუსს. ჰაჰ ხანდახან უნდა დაიჯერო, რომ ავად ხარ, თუ სიცოცხლე გინდა… მოვდივარ მოვდივარ…

ქრება შუქი. 

 ყველა სცენაზეა, დადიან აქეთ იქით და საყოფაცხოვრებო საქმეებს აკეთებენ. (უცებ იარაღის ხმამაღალი გასროლა იქნება ბავშვები აქეთ-იქით სირბილს დაიწყებენ და კულისებში გადანაწილდებიან ნეკა რჩება და აგრძელებს წერას)

ნეკა -  ადამიანებით გადაჭედილი ვაგონი საკონცენტრაციო ბანაკის შესასვლელთან გაჩერდა… იქ უჟანგბადობაა, ყველას წყურია და პირი აქვს გამომშრალი. არავინ იცის სად მიდიან, რა ბედი ეწევათ და ამაზე სულაც არ ფიქრობენ, ყველას მზის სხივის დანახვა და ჰაერის ჩაყლაპვა სურს. ირგვლივ  სამარისებული სიჩუმეა, აღარც დედამიწა ბრუნავს, აღარც ჩიტები დაფრინავენ და აღარც ნაბიჯები ამსხვრევენ შემოდგომის ფოთლებს. სიჩუმესა და სიმშვიდეს მხოლოდ გერმანული გაურკვეველი სიტყვები და ბრაზიანი გამომეტყველება არღვევს. ისინი გადარჩევას იწყებენ. ბავშვები, მოხუცები და ორსულები მარცხნივ, შრომის უნარის მქონე პატიმრები კი მარჯვნივ… ვინც მარჯვნივ მოხვდა გზა გააგრძელა და შეაბიჯა კარიბჭეს, რომელზედაც ეწერა “შრომა ათავისუფლებს”, ყველა მათგანში იმედი ჩნდება, რომ იშრომებენ, თავს არ დაზოგავენ და გადარჩებიან, მაგრამ ეს ხომ დიდი ირონიაა, ჯოჯოხეთური ირონია… ხოლო ვინც მარცხენა მხარეს აღმოჩნდა გასახდელისკენ წაიყვანეს, სადაც იძულებით გააშიშვლეს, პირსახოცი და საპონი დააჭერინეს და შხაპის მიღება უბრძანეს. მოხუცები… ორსულები… სნეულები…სუსტები… ბავშვები….  (პაუზა)    რამდენიმე ჩვენგანთან ვიღაც თეთრებში ჩაცმული კაცი მოვიდა, ექიმს გავდა. იოსეფი მქვიაო.   გვითხრა რომ ჩვენ რაღაცა გვჭირს და ის რამდენიმე ექსპერიმენტს ჩაგვიტარებს და კარგად გავხდებით. მგონი არაფერი არ მჭირს, მაგრამ მგონი მართლა ექიმია და დავუჯერე. ხო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ერთამენთის სახელები არავინ იცის, ყველა რაღაც ნომრებით დაგვშიფრეს, მე ნეკა მქვია პაციენტი 23729 (ამოიღებს მანქანიდან ფურცელს და გააკრავს სადაც ეწერება 23729)


(უცებ იარაღის ხმამაღალი გასროლა იქნება ბავშვები აქეთ-იქით სირბილს დაიწყებენ და კულისებში გადანაწილდებიან ნეკა რჩება და აგრძელებს წერას)

ნეკა - ხშირად აქ ოცნებები ჩვეულებრივ, უფერო ფიქრებს ემსგავსება. ჩვენ ვსაუბრიბთ ხოლმე იმ ოცნებებზე, რომლის ახდენის იმედიც კი გადაწურულია.აი მაგალითად მე ვოცნებობდი,  რომ წყალში სუნთქვა შემძლებოდა  ჩემს სოფელში დიდი მდინარე იყო, სადაც მე და მამაჩემი ვყვინთავდით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ახლა კი ეს ოცნებაც აღარ არსებობს და მამაჩემი? მამაჩემზე მეუბნებიან, რომ კარგი მუშა ხელია და არავინ არაფერს დაუშავებს, მაგრამ აქ ყოველთვის ვიღაც კვდება, იმედი მაქვს, რომ მამაჩემი არასდროს იქნება მათ რიგებში. დედა დიდი ხანია აღარ მყავს. კიდევ კარგი რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავს და მშვიდად არის იქ სადაც არის. 

სარა - გამარჯობა მწერალო

ნეკა - დილამშვიდობისა  და ხო მე მწერალი არ ვარ, უბრალოდ არ მინდა ჩვენი არსებობის შესახებ ყველას დაავიწყდეს, მინდა რომ ოდესმე ვინმე გადააწყდეს ამ ნაწერებს. 

სარა - შენ თვითონაც ხომ იცი რომ ეს ფურცელბი აქედან ვერსად წავა. 

ნეკა - კარგი რა ნუ ხარ ასეთი. გეუბნები, რომ ვიღაცა ამ ყველაფერს წაიკითხავს და ჩვენზე წიგნებს დაწერენ,  ფილმებს გადაიღებენ, თუ როგორ გავიკურნეთ. განუკურნებელი დაავადებისგან. აუ ხო მაგარიააა.  

სარა - შენც ასე გითხრეს ხო?

ნეკა - ასე როგორ? 

სარა - რომ რაღაცა გვჭირს და უნდა გაგვკურნონ 

ნეკა - კი ასე მითხრეს და იმედია მალე გავიკურნები და წავალ აქედან, ცოტა მოსაბეზრებელია აქ ყოფნა. 

სარა - ხოო… მე ხვალ უნდა გავიკეთო ბოლო წამალი და გამიშვებენ. შენ რამდენი დაგრჩა?

ნეკა - მე ერთი კვირა

სარა - კარგია, აქ მალე გადის დრო. იმედია მე და ჩემს მშობლებს ერთად გაგვიშვებენ, აბა მარტო როგორ უნდა ვიცხოვრო გარეთ? 

ნეკა - არამგონია რომ მარტო გაგიშვან, მარტო როგორ იცხოვრებ.  

(შმეოდის ბრუხა, სეჟნა, ფრეიდელი)

ბრუხა - არ გშიათ? მოდით, მოდით

სარა - დღეს რა უნდა გვაჭამონ?

ბრუხა - Суп со вкусом воды ( სუპი რომელსაც წყლის გემო აქვს)

ფრეიდელ - რაა?

ბრუხა - სუპიიი, სუპიიიი რომელსაც წყლის გემო ააააქვსს ვაა

ფრეიდელ - გადმომისხი ცოტა რაა. 

სეჟნა - და ასეთი საჭმელების ჭამა ხო არ შეიძლება?

სარა - კი მაგრამ მგონი წამალს ურევენ და საჭიროა რომ ძლიერები ვიყოთ

ბრუხა - я уже сильный (მე ისედაც ძლიერი ვარ)

ფრეიდელ - რაა?

ბრუხა - აუუუუ დამანებე თავი

სეჟნა - რა გინდა, რატომ ეჩხუბები, საიდან უნდა იცოდეს რას ეუბნები

ნეკა - მე ისედაც ძლიერი ვარო. 

ფრეიდელ -  კარგით , კარგით გაჩერდიით. ხვალ არ გვაქვს გამოკვლევების დღე და გვასწავლის თავის ენას, მანამდე ვჭამოთ ეს რაღაცა თორემ გაცივდევა, ისედაც ცუდი გემო აქვს 

ნეკა - ხვალ არ გვაქვს გამოკვლევები, მაგრამ აი ამასს ბოლო წამლის დღე აქვს და გაუშვებენნ.

ფრეიდელ - რაა? მართლაააა? რა მაგარიააა

ბრუხა - გილოცავ, გილოცავ

სეჟნა - მარტო გაგიშვებენ, თუ მამასთან ერთად?

სარა - არ ვიცი… მარტო როგორ გამიშვებენ მარტო ხომ ვერ ვიცხოვრებ… მაგრამ იმედი მაქვს, რომ მამასთან ერთად გავალ, დიდი ხანია არ ჩავხუტებულვარ, არ გვისაუბრია და ერთად არ გვისეირნია, ვეღარ ვითმენ ხვალამდე რომ გამოვჯანმრთელდრ, მამაჩემიც დაეხმაროს იმათ რაღაცების აშენებაში და წავიდეთ აქედან. ხვალ დილით გამიკენთებენ ბოლო ნემსს და ყველაფერი კარგად იქნება. წავალ მე დავიძინებ, რომ მალე გათენდეს. 

სეჟნა - დამელოდე მეც წამოვალ დასაძინებლად. 

ნეკა - კარგით რა მობრუნდით, ხვალ ხომ მიდიხარ და მოდი ახლა ყველამ ერთად რამე გავაკეთოთ 

სეჟნა - ა კაი 

სარა - ოოოოოოოო კაი

ბრუხა - და რა გავაკეთოთ

ნეკა -  ისეთ რამეზე ვილაპარაკოთ, რაც ძალიან გვინდა, მაგრამ ჩვენგან ძალიან შორსაა 
მაგალითად ოცნებები  

ბრუხა - კაი პირველმა შენ თქვი 

ნეკა - ყველაფერს სულ მე ვამბობ პირველი. ეგ რანაირი სამართალია.  

ბრუხა - მე ვიტყვი ხო კაი, ნორმალური საჭმლის გარდა რაზე უნდა იოცნებო აქ, რამე წესიერი საჭმლის გემო რო ქონდეს, თორემ დავიტანჯე ამ წყლის ჭამით. 

ფრეიდელ - ჩემი ოცნებაა რომ ბევრი ოცნება მქონდეს. და ხო, ბევრი ენა ვიცოდე. 

ბრუხა - იოცნებე… იოცნებეე (რუსულად)

სეჟნა - რანაირები ხართ რაა,  რამე დიდებულზე უნდა იოცნებოთ, როგორც მე. მე ვოცნებობ, რომ ვიმღერო, ოღონდ, მხოლოდ დედასთვის, მისი ლამაზი ყურებისთვის, მისი ლამაზი თვალებისთვის. სადღაცას მამასაც რომ ესმოდეს ჩემი სიმღერა და იქ კარების უკან ჩემი ძმა მისმენდეს ჩუმად. ეს არის დიდებული ოცნება. 

ნეკა - იცი სიმღერა? 

სეჟნა - არასდროს მიმღერია. მხოლოდ ჩემთვის, ჩუმად. 

ნეკა - რომელიმე სიმღერა იცი?

სეჟნა - მხოლოდ ერთი, დედამ რომელიც მასწავლა

ნეკა - და რაზეა?

სეჟნა - ხეზე, რომელიც მინდორში დგას მოხრილი და სევდიანი

ფრეიდელ - როგორი სევდიანია… მართლაც რა მოწყენილი იქნებოდა

სეჟნა - ხომ

ფრეიდელ - ჩვენთვის არ იმღერებ ?

სეჟნა - არ ვიცი, მხოლოდ დედას მინდა რომ ვუმღერო. 

ნეკა - წარმოიდგინე, რომ დედაც აქ არის. 

სეჟნა - როგორ?

ნეკა - აი დახუჭე თვალები და იფიქრე, რომ აქ არის, ხედავ? 

სეჟნა - კი

ანა მღერის - on the road stand a tree.  (გაჩერდება და გავა)

სარა - რატომ წავიდა. სულ ამ დებილობა თამაშის ბრალია რა. აღარ მინდა. წავედი. მაინც არ ხდება ეს ოცნებები. 

  ნეკა - მინდორში ერთი პატარა ხე დგას, მოხრილი და სევდიანი.
ყველა ჩიტი გაფრინდა მისი ტოტებიდან,
და ხე დარჩა მარტო, საშინელ ქარიშხალში.

მე ვეუბნები დედას,: "დედა გთხოვ მომცე უფლება რომ გადავიქცე მგალობელ ჩიტად, დავჯდე მის ტოტზე და გავათბო ჩემი გალობით . 
დედა მეუბნება: "არა, შვილო!" და ტირის
"იმ ხეზე, შვილო, დარწმუნებული ვარ, მალე გაიყინები!"
 "დედა ნებისმიერ შემთხვევაში მე გავხდები მგალობელი ჩიტი!"
ტირის დედაჩემი
მაშინ ჩაიცვი შალის შარფი, შეიძლება გაცივდე.
აიღე ეს ხელთათმანები, ამ საშინელ ზამთარში გამოგადგება
აიღე შენი ქუდი და დაიხურე
და შენი შალის ზამთრის ქურთუკი, ჩაიცვი,
თუ არ გინდა დამარხულების სტუმარი გახდე

მე გავშალე ფრთები, მაგრამ ვერ ვმოძრაობდი, ძალიან ბევრი ტანსაცმელი მეცვა
რომელიც დედაჩემმა ჩამაცვა, მის სუსტ და პატარა ბავშვს.
ღრმად ვიყურები, სევდიანი დედაჩემის თვალებში.
მისმა სიყვარულმა შემაფერხა.
 ბოლოს და ბოლოს, ვერ გავხდი მომღერალი ჩიტი 
გზაზე ხე დგას მოხრილი და სევდიანი.
ყველა მომღერალი ჩიტი ხიდან დიდი ხნის წინ გაფრინდა
რა ლამაზი სიმღერაა…



შემოდის ნაომი, აქეთ-იქით. ტირის.  შეშინებული იყურება. სველია, დასვრილია, პირი მოწუმინდავი, თმა გაბურძგნული, ფეხშიშველი, გათეთრებული. 

ნაომი - ნა ომიი, ნაა ომიიიიი, ნაომიიიი, მე მე ნა ომი, დინაა, დინააა სად არიიისს?
დინაა შენ ხარ?

ნეკა - შენ ვინ ხარ?

ნაომი - ნაა ომიიი, მ ე ნააა ოო მიიიი, დიინააა დინააა შენ ხარრრ??

ნეკა - ნაომი? შენი ნომერი სად არის, ასე არ უნდა გაიძახოდე შენს სახელს. 

ნაომი - დინაა, დინა შენ ხარ?

ნეკა - არა, მე პაციენტი 23729 ვარ. შენ აქ როგორ აღმოჩნდი. აქ ხომ მხოლოდ ბავშვები არიან. 

სეჟნა - გაარჯობა. თქვენ ვინ ბრძანდებით?

ნაომი- დი ნაა?  აქ ხარრ 

სეჟნა - დინა? დინა ვინ არის არ ვარ დინა. მწერალო ეს ვინ არის, რატომ მეხუტება, ან დინა ვინ არის. 

ნეკა - არ ვიცი… რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა, ალბათ რაღაც შეეშალათ. 

ნაომი - ნა ომიი, მე ნა ომი ვარ. დინა სად არის. არ გინახავთ. 

შემოდის იოსეფი 

ნაომი - გადი გადი გადი გადი გადი გადი გადი

ნეკა და სეჟნა ჩაეხუტება

ნეკა - გამარჯობა ექიმო

სეჟნა - გამარჯობა ექიმო

იოსეფ - გამარჯობათ ბავშვებო, გამარჯობა ნაომი

სეჟნა - ბატონო ექიმო ამას აქ რა უნდა, აბა მარტო ბავშვებიო?

ნაომი - გადი გადი თავი დამანებე 

იოსეფ - დამშვიდდი ნაომი, აქ უსაფრთხოდ ხარ

ნაომი - (შემოარტყამს) გადი მომშორდი, გადი მომშორდი

იოსეფ - სად გარბიხარ ნაომი? ჰაჰა ბავშვებო ხომ არ შეგაშინათ? რამე ხომ არ დაგიშავათ

ნეკა - რა უნდა აქ, რა დაჰკარგვია?

იოსეფ - არ უთქვამს?

ნეკა - არა მხოლოდ ნა ომის და დინას გაიძახის.  ვინ არის დინა

იოსეფ - ძილის დროა… ჭკვიანად იყავით და ნაომის გაუფრთხილდით ჰაჰ. 

სეჟნა - ძალიან დავიბენი, ვინ არის ეს ქალი, აქ რა უნდა 

ნეკა - სადდ წავიდა. ნაომიიიი ნაომიიიიიიიი

სეჟნა - ჩუმადდ ცოტაა ძილის დრო რომ არის დაგავიწყდაა

ნეკა - ნაომიიიიიიიი მოდიიიი ჩვენთააააანნნნნნნნნნნ

ირთვება წითელი განათება smaskifa 1 (სირენა,გაზი) იწყება ქაოსი, ს

 სეჟნა - დროზე დროზე,  გაზიი გაუშვესს დროზეეე

შემორბიან ბავშვები ბრუხა წინ ლოცულობს 
 
ბრუხა - ყოველ დღე ასე, აი ასეე გვძინავს. სანამ ეს გაზი თუ საწამლავი არ შემოვა ჩვენს სხეულებში და არ გავითიშებით მანამდე ვცდილობთ ჩვენს ლოგინებდე მისვლას. ხანდახან ეს გაზი წამიერად გვთიშავს და ხან სად ვიღვიძებ, ხან სად. აღარც ძილი მინდა, აღარც აქ ყოფნა და საერთოდ აღარავინ მინდა. ყველა მეზიზღება და არავის დანახვა აღარ მინდა. ის იქ რაღაცას წერს, ის იქ ოცნებობს, ის საერთოდ მღერის…   და სულ არ აწუხებთ ეს მდგომარეობა, როგორ ძინავთ, როგორ ჭამენ, ვინ არიან ან სად არიან. იმის ნაცვლად, რომ მშობელი ტკბილ ძილს გვისურვებდეს, ვიღაც გერმანელი კაცის ბრძანებით ვიძინებთ და ვიღვიძებთ. ყველა მეზიზღება, ეს ყალბი სიხარულიც მეზიზღება, ის ხალხი გარეთ, რომ არიან და იარაღები უჭირავთ ეგენიც მეზიზღებიან. მალე ჩემი თავიც შემძულდება… 

პირზე ხელს აიფარებს და ყველა ბავშვს თავის ადგილს მიუჩენს. შუქი ქრება. 
ახალი დღე. 
ნეკა შემოდის და უჯდება თავის ადგილს. სხვებიც შემოდიან

ფრეიდელი - ომი ხო ცუდია?

ბრუხა - კი ძალიან. 

სეჟნა - ჩვენ რამე გვემუქრება?

სარა - არა, ჩვენ ხო არაფერ შუაში ვართ ომთან, მგონი ვინებიც იწყებენ იმათ ემუქრებათ.  

სეჟნა - ა, ხო… 

ნეკა - რა ბოროტები არიან. სულ ომია. დღეს დასრულდება, ხვალ დაიწყება. ხვალ დასრულდება და ზეგ. არასდროს მთავრდება. ხომ შეიძლება ადამიანები ამის გარეშედაც აგვარებდნენ პრობლემებს. 

სარა - ნეტა ეგეთი რა პრობლემები აქვთ. 

ნეკა - არ ვიცი…

სარა - ხო, რას გაუგებ უფროსებს. 

ფრეიდელ - აქ ყოფნა ცუდია?

ნეკა -  ექიმის თქმით არა, მაგრამ ზოგჯერ მეშინია ისეთი ხმებია გარეთ. 

სარა - ა ეგ ისეა, უბრალოდ, ომის დასასრულებლად ხდებაო ეგო, სროლაში ავარჯიშებენ თურმე ხალხს, რომ ბოროტები დაამარცხონ

ბრუხა - ხოო…

ფრეიდელი მიუჯდება ბრხუას დანარჩენები გადიან. 

ბრუხა - გაიწიე იქით რა

ფრეიდელ - თუ კაია შენ გაიწიე

ბრუხა - სად უნდა გავიწიო გადავვარდები ვერ ხედავ? 

ფრეიდელ - ხო კაი, აჰა, გავიწიე. 

ბრუხა - აუ გინდა მაგარი ფოკუსი გაგიკეთო?

ფრეიდელ - კაი რა ფოკუსი არ მჯერა მაგეების. 

ბრუხა - კაი რა არ გჯერა მიდი მომეცი საჭმელი.

ფრეიდელ - საჭმელი რათ გინდა?

ბრუზა - ფოკუს სჭირდება, მიდი მიდი  მომე

ფრეიდელ - ოოო აიღე აჰაა მიდი აბა გამიკეთე.

ბრუხა - 1,2,3 (რუსულად და ეგრევე ჭამას იწყებს)

ფრეიდელ - ხო ხო მიდი ჭამე, წყლის გემო აქვს მაინც. 

ბრუხა - მართლა წყლის გემო ჰქონია. 

ფრეიდელ - ძალიანაც კარგი ატარე ეხლა ფოკუსები. 

ბრუხა - კარგი გავჩერდეთ, რაღაც უნდა გითხრა. აი ის გოგო ხომ გახსოვს?

ფრეიდელ - რომელი?

ბრუხა - აი ისს, რომ გონია რო  წავა აქედან

ფრეიდელ - და რატომ ფიქრობ ეგრე? გგონია არ გაუშვებენ და გვატყუებენ?

ბრუხა - არ ვიცი, გვეუბნებიან, რომ ჩვენს მშობლებს ამუშავებენ იმისათვის,  რომ ომები დამთავრდეს, ჩვენ ვითომ  რაღაც გვჭირს და გვაიმედებენ, რომ გამოგვაჯანმრთელებენ, მაგრამ ეს გასროლის ხმები, ეს ამდენი სისხლი, ეს ბოროტი სახეები რას ნიშნავს? ნუთუ მართლა გაგვიშვებენ აქედან?

ფრეიდელ - არ გახსოვს რა თქვა უფროსმა ექიმმა? 

ბრუხა - კი მახსოვს, მან თქვა რომ ბოროტ ადამიანებს კლავენ, მაგრამ ბოროტები ესენი უფრო სჩანან ვიდრე ისინი. 

ფრეიდელ - შენ რა იცი ისინი როგორები არიან?

ბრუხა - მე ვნახე ერთხელ…

ფრეიდელ - რა ნახე?

ბრუხა - ყველაფერს თავისი დრო აქვს ფრეიდელ… 

ფრეიდელ - რა? ჩუ! საიდან იცი ჩემი სახელი

ბრუხა - შენს ფეხსაცმელს ეწერა, როცა ვრეცხავდი. 

ფრეიდელ - არსად არ თქვა კარგი? ხომ გახსოვს, რომ არ შეიძლება და არ უნდა ვიცოდეთ. შენ რა გქვია? 

ბრუხა - მართლა არავის ეტყვი?

ფრეიდელ - არა

ბრუხა - მე ბრუხა მქვია. 

ფრეიდელ - ბრუკჰა

ბრუხა - ბრუხაა ბრუხაა

ფრეიდელ - ჩუუ! ჩუმად 

სარა - რაზე ლაპარაკობთ? 

ბრუხა - გემრიელ საჭმელებზე. 

სარა - ოო საჭმლის იქით ხო ვერაფერზე ფიქრობ რა…

ბრუხა - დღეს მიდიხარ ხომ?

სარა - კი, ცოტახანში უნდა დავიწყო ჩემი ნივთების ჩალაგება. 

ფრეიდელ - გინდა დაგეხმაროთ?

სარა - არა, იყოს, ჩავალაგებ და რომ მოვრჩები დასამშვიდობებლად მოვალ. 

ბრუხა - კარგი, აუცილებლად დაგვემშვიდობე. მოდი ჩაგეხუტო. ხომ იცი, შევხვდებით. 

სარა - ჰომ

შემოვარდება ნაომი მაღალი ტემპორითმით, ყველა ბავშვთან მივა, შეამოწმებს, თვალებს გაუღებს, პირში ჩახედავს შეამოწმებს ყველას

ბრუხა - ეეი ეი რას შვები, ვინ ხარ საერთოდ. 

ნაომი - დინაა, სად წაიყვანეთ დინა

ფრეიდელ - ჩვენ რა შუაში ვართ

ნაომი - ჩემი დინაააა, იმ კაცის ბრალია ყველაფერი, იმ კაცის.

ბრუხა - ვინ კაცის. 

ნეკა - ეს ნაომია. არ ვიცით აქ საიდან ან როგორ აღმოჩნდა. მაგრამ ექიმმა გვითხრა რომ გაუფრთხილდითო. 

სარა - მოდი შენც ჩაგეხუტებით, მე მალე წავალ აქედან. 

ნაომი - დინასთან მიდიხარ?

სარა - დინა ვინ არის არც კი ვიცი და სად არის არც ეგ ვიცი

ნაომი - იქ იქ კედელია, მანდ წევს მანდ, მოიყვანე აქ კარგი,? მოიყვანე. 

სარა - კარგი თუ შემხვდება მოვიყვან. 

ბრუხა - კარგად ხართ?

ნაომი - კი კი, კკკ იი
ფრეიდელი და ბრუხა გავლენ. 

ნეკა - მოდი ნაომი ჩემთან

ნაომი ნეკასთან მივა, თავს ჩამოადებს და ჩაეძინება 

ნეკა - შენ დროა ჩაალაგო

სარა - კარგი, მართალი ხარ 

სარა შემოიტანს ჩემოდანს და ჩალაგებას დაიწყებს გაშეშდებიან სურათივით და შემოდის იოსეფი 

იოსეფი - კლაუს აი ისსს, აიი ისსს ხედავვვ? დიდი თვალები რომ აქვს. ხო ხო ეგ, მომიყვანე აქ.  შენი სახელი პატარა გოგო. ოჰოო სარაა, პატარა სარაა… იცი მე ვინ ვარ? მე ექიმი იოსეფი ვარ. და აქ შენს განსაკურნავად ვარ მოსული ჰაჰ. ჩათვალე ღმერთმა გამომგზავნა შენთან. შენ არ იცი უბრალოდ, თორემ ძალიამ ბევრი რაღაც გჭირს… ჰაჰ  მიდი კლაუს, მოკიდე ხელი და შეიყვანე. 

არც თუ ისე საინტერესო ბავშვია, ალბათ მალე გავუშვებ… იქ… ჰაჰ აბა რა გონიათ ომია აქ… ასე მარტივად კი არაა საქმე… 

ნაომის მოკიდებს ხელს და გაათრევს. 


სარა დაიწყებს გამზადებას. 


ნეკა - “ნახმავდის მწერალო” ამ სიტყვებით დამემშვიდობა. დიდი თვალები ჰქონდა, ლამაზი ღიმილი და სევდიანი ხელები. სულ მამაზე საუბრობდა, ღმერთო როგორ ენატრებოდა, მაგრამ ახლა ხო მიდის და ნახავს მამას. ჩაეხუტება, ისაუბრებენ, ისეირნებენ. მისი სახელი არ მახსოვს, მგონი 26 ით იწყებოდა, ვერ დავიმახსოვრე. მეც მალე გამიშვებენ ხო? ხო ეგრეა? კი კი ეგრეა. ხო გამახსენდა 26179 (ამოიღებს და გააკრავს). 

II


შემოდის ასეჟნა და შემოაქვს  სარას ფეხსაცმელები და აკვირდება. შემოყვება ფრეიდელი 

ფრეიდელ - ვისი ფეხსაცმელია ეს?

სეჟნა - გუშინ, რომ განკურნეს და გაუშვეს მისი. 

ფრეიდელ - და მისი ფეხსაცმელები რათ გინდა?

სეჟნა - მის ლოგინზე იდო, მარტოსულად, მოწყენილი.  გადავწყვიტე აქ დამედო, რომ სულ ერთად ვიყოთ. 

ბრუხა - კარგი რა, უბრალოდ ფეხსაცმელია. 

სეჟნა - შენ ნუ გშურს. 

ბრუხა - რა? რისი მშურს, ხოარ გაგიჟდი. 

სეჟნა - რისი და შენ რომ ისევ აქ ხარ და ის, რომ თავისუფალია. 

ბრუხა - თავისუფალი??? შენ კიდე ვერ ხვდებ…ააახხხ
 
სეჟნა - ხო ხო, რატომ ჩუმდები. 

ფრეიდელ - რამეს გვიმალავ? 

ბრუხა - არა არაფერს. გთხოვთ, აღარ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. 
სეჟნა მივა ნეკასთან და საწერ მანქანაზე უნდა დაწერა

ნეკა - ნუ წერ ნურაფერს, არ გააფუჭო

სეჟნა - მასწავლე რა როგორ წერ

ნეკა - კაი აი უყურე, ეს ა არის, ეს გამოტოვება

სეჟნა - კარგი აღარ მინდა

ნეკა - “გამარჯობა ბატონო ექიმო” როგორი დასაწყისია?

ბრუხა - მშვენიერი, რას წერ

ნეკა - წერილი უნდა გადავცე ექიმს, რათა კარგი საჭმელები მოიტანონ, მშობლები გვანახონ, გვიან დაგვაძინონ და გვიან გაგვაღვიძონ, ახალი ტანსაცმელი მოგცენ და გარეთ გასვლის უფლება. 

ფრეიდელი და სეჟნა მიუახლოვდებიან რათა ერთად დაწერონ წერილი, ბრუხა ცალკე ზის 

ფრეიდელ - აუ რა მაგარი იდეაა, თან ხელიც მოვაწეროთ, ეგრე უფრო მაგარია

ნეკა - კარგი. როგორ გავაგრძელოთ. 

სეჟნა - გამარჯობა ბატონო ექიმო, ჩვენ გვინდა როომმ…

ფრეიდელ - კარგი საჭმელი გვქონდეს 

სეჟნა - ხოო, ცოტა გვიან დავიძინოთ ხოლმე

ნეკა - აჰამ, და ცოტა გვიან გავიღვიძოთ ხოლმე

ფრეიდელ - ახალი ტანსაცმელიც მიაწერეთ

სეჟნა - მშობლებზეც დაწერე

ნეკა - “გამარჯობა ბატონო ექიმო, ვიცით, რომ არ გცალიათ ახლა და ბოროტ ადამიანებს ებრძოლებით, მაგრამ გვინდა, რომ გთხოვოთ რაღაც, თუ შეიძლება, რომ ადრე აღარ დავიძინოთ და ადრე აღარ გავიღვიძოთ 

ფრეიდელ - აუ ძილის წინ რომ ვინმემ რაიმე წყნარი გვიმღეროს?

ნეკა - და ადრე აღარ გავიღვიძოთ, ასევე, გთხოვთ, რომ ახალი ტანსაცმელი მოგვცეთ

ფრეიდელ - ხო, რამე დიდი და ლამაზი კაბები

ნეკა - ასევე, მშობლებიც რომ ვნახოთ თუ შეიძლება”. მგონი საკმარისია, ეხლა ამას ხელი მოვაწეროთ და მე მივცემ რომელიმე ჯარისკაცს. 

ფრეიდელ - აუ რა მაგარია, ეხლა ყველაფერი გვექნება ხო?

სეჟნა - ხო 

ბრუხა - მომეცით მე მივცემ ჯარისკაცებს. 

გამოართმევს და გადახევს. 

ფრეიდელ - რას აკეთებ გაგიჟდი?

ბრუხა - აარაა არ გავგიჟებულვარ, არავის აინტერედებს ჩვენ რა გვეცმევა, რას შევჭამთ და რა გვაწუხებს. როგორ ხართ ესეთი სულელები, თქვენ რა გგონიათ, რამე გჭირთ? ის დიდ თვალება გოგო მართლა განიკურნა? თქვენ რა მართლა ვერაფერს ხვდებით? ომში ვართ ომშიიი, აქ არავინ იზრუნებს შენზე და შენს ოცნებებზე. ყველაფერი აქ მთავრდება და ღმერთს ამას არასდროს ვაპატიებ, რომ ეს ვნახე ჩემი თვალით. როგორ შეიძლება, რომ ეს მენახა. ყველაფერი ტყუილია და სისულელეა. როდემდე უნდა ითმინოთ. 

ფრეიდელ - არ გვესმის რას გულისხმობ, რა დაინახე?

ბრუხა - აარაფერი, მეძახიან, მაპატიეთ (კულისებში გაიქცევა, ფრეიდელი გაეკიდება)


სეჟნა თავის დამალულ ნახატებს იღებს და ცდილობს აჩვენოს ნეკას, ნეკა ფიქრობს, მოიწყინა და ყურადღებას არ აქცევს. 

სეჟნა - ნახე, კურდღელი დავხატე, მოგწონს, ხო ძაან საყვარელია? ვიცი. 
ეს ჩემი ძაღლია ხო ძალიან ძალიან საყვარელია? ეგეც ვიცი. აი აქ ჩემი ოცნება დავხატე ნახე.  ისე შენ რომ არ გითქვამს რაზე ოცნებობ?

ნეკა - არაფერია, დაივიწყე 

სეჟნა - ჰოო, კარგი. 

ნეკა - არ დაივიწყო კაი გეტყვი. მე ვოცნებობდი,  რომ წყალში სუნთქვა შემძლებოდა  ჩემს სოფელში დიდი მდინარე იყო, სადაც მე და მამაჩემი ვყვინთავდით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ძან კარგო იყო. შენ რომ ამბობდი დიდებულ რამეზე უნდა ვიოცნებოთო, მგონი ეგეთი ოცნებაა. მაგრამ მგონი პატარ-პატარა ოცნებებიც კარგია, როცა აიხდენ ამ პატარა ოცნებას, ბედნეირი ხარ და ახლა მომდევნო პატარა ოცნება გაქვს ხომ?

სეჟნა - ჰომ ეგრეც კარგია.   მანდ რას წერ ხოლმე?

ნეკა - არაფერს ისეთს, დაივიწყე. 

სეჟნა - კარგი. 

ნეკა - აუ რით ვერ დაიმახსოვრე, რომ ორჯერ უნდა მკითხო ხოლმე. 

სეჟნა - კარგი. მანდ რას წეერ. 

ნეკა - რომ გამოჯანმრთელდები და აქედან გავალთ წაგაკითხებ. შენზეც მიწერია ცოტა რაღაც. 

სეჟნა - კარგი, რომ გავალთ მერე იყოს.  იცი რაა… ის ბიჭი მართალია? იქნებ ისეთი რამ ნახა, რასაც ვერ გვეუბნება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, იქნება მართლაც რამე განსაკუთრებული ნახა, მართალი რომ იყოს?
 მეშინია. მეშინია, რომ
ვერ გავიკურნო.  

ნეკა - კარგი რა  რისი გეშინია მართლა განიკურნები და წახვალ. უბრალოდ დაიღალა ამ უგენუეი საჭმელებით და ამიტომ ლაპარაკობს ალბათ ასე. 

სეჟნა - და რომ ვერ გავიკურნო?

ნეკა -  აბა ტყუილად ხომ არ გიკეთებენ ამდენ წამალს.  აი მაგალითად მე ერთ კვირაში მოვრჩები ბოლო წამალს. 

სეჟნა - საიდან იცი?

ნეკა - ეგრე მითხრეს. შენთვის არ უთქვამთ?

სეჟნა - არა, არ უთქვამთ.   მეშინია. 

ნეკა - კარგი რაა

სეჟნა - ძალიან მეშინია. დედა მენატრება აი იმ სიმღერას ყოველ ღამით ძილის წინ მიმღეროდა. და ახლა მე მინდა, რომ ვუმღერო მას.  მამაც ძალიან მენატრება. ჩემი პატარა ძმაც. ჩემი დიდი სახლი. ლამაზი ეზო. მეგობრები. მალე გავალთ? 

ნეკა - მე მითხრეს უკვე  და შენ გეტყვიან ალბათ. არ ინერვიულო აუცილებლად იმღერებ დედასთვის ამ სიმღერას და ყველაფერს აისრულებ რაც გინდა. 

სეჟნა - აქამდე რატომ არ მითხრეს?

ნეკა - არ ვიცი, ალბათ ზუსტად არ იცოდნენ. ან მიდი ეხლა და იკითხე. შეიძლება ეხლა გითხრან. 

სეჟნა  მართლა?

ნეკა  - ხო, ხო მიდი და გეტყვიან

სეჟნა -კარგი, მაშინ დღეს მივალ და ვიკითხავ. იცი რა? ვიცი, რომ ჩემზეც წერ. კარგი ადამიანი ხარ, შეგიძლია ჩემზე ორჯერ დაწერო? მეშინია, რომ არ დაიკარგოს. და  ჩემი ნახატებიც რომ გააკრა?ვიცი, რომ იზამ.   მადლობა მართლა  კარგი ადამიანი ხარ. (ჯდება ავანსცენაზე, ბედნიერი გახარებული, აქეთ-იქით იყურება და ფეხებს ათამაშებს)

ნეკა - ის ყველაზე მშიშარა იყო. როდესაც იკითხა უთხრეს რომ იმ დღესვე გაუშვებდნენ აქედან. ძალიან გაუხარდა. სიხარულის ცრემლებს ვერ მალავდა, როცა გაიგო ეს ამბავი.  მაგრამ სუსტი აღმოჩნდა. ძალიან სუსტი… მათ  ბევრი მოუვიდათ, ძალიან ბევრი, ჩემს თვალწინ,  სულ გათეთრებული, სულ ქაფიანი… უბრალოდ იწვა და ვერ ვეხმარებოდი.  ბევრი მოუვიდათ, ძალიან ბევრი…
პირიდან ქადთან ერთად ძალიან ბევრი სისხლი ქონდა დაღვრილი ყელი სულ ჩალურჯებული ჰქონდა და მაჯებზე ჩალურჯებული. სხვა ბავშვებს უთხრეს რომ მკურნალობას ვერ გაუძლო. ბევრი მოუვიდათ, ბოროტები არიან, ბოროტები არიან, იქ ჩემს გარდა არავინ იყო, მე თმაში ჩამავლეს ხელი და გამაფრთხილეს, რომ უნდა დამევიწყებინა ის, რაც ვნახე. თურმე მართალი იყოს ის ბიჭი, ბოროტები არიან, აღარ მინდა აქ ყოფნა. მთოხვა რომ მასცე ორჯერ დამეწერა, მე სამჯერ დავწერე, მისი ნახატებით თან დავურთე, ღმერთო ნეტავ რა ერქვა, ბოდიში რომ უსახელოდ გწერ, მადლობა, რომ დიდბეული ოცნება მასწავლე

სეჟნა - არაუშავს, კარგი ადამიანი ხარ, მე სეჟნა მერქვა. დედას ძალიან მოწონდა ეს სახელი, ძილის წინ სულ ასე მეძახდა ხოლმე, სეჟნაა სეჟნააა, ჩემო სეჟნაა. მადლობა შევხვდებით. 

სეჟნა  ფეხსაცმელს გაიხდის, სარას ფეხსაცმელს მიუდებს გვერდით, ნეკასთან მივა, მადლობას გადაუხდის, ფურცელს ამოიღებს და გააკრავს. გადის.)


იოსეფი - ეს ბავშვი? ეს ბავშვი თავიდან მომწონდა, კარგად იქცეოდა და ხელს არ გვიშლიდა. შემოვიდა და მეუბნება, რომ აღარ უნდა აქ ყოფნა, სახლში მინდაო, მეშინიაო და ოჯახი მენატრებაო. შეგიძლიათ რომ გამიშვათო?  მივხვდი, რომ მალე სერიოზულ პრობლემას შექმნიდა. მე მას ვუთხარი, რომ დღესვე გავუშვებდი, ჯიბიდან ერთი ტაბლეტი ამოვიღე და ვუთხარი, რომ ეს დალიე და დღესვე აქედან უვნებლად წახვალთქო. შედეგმა არ დააყოვნა რამდენიმე წუთში პირიდან ქაფების დენა დაიწყო, კანკალი დაიწყო და დედა დედას ძახილი. დავიტანჯე, დავიღალე და შევწუხდი. მე არაფერი, უბრალოდ კლაუსს ვსთხოვე, რომ ეს ცირკი დაესრილებინა და მაჯები მოუგრიხა და ყელში წვდა, სანამ არ გაიგუდა და სისხლის დენა არ დაიწყო არ გავუმდა. დედა დედა დედა. ჰაჰ ეს ვინ დავინახეე. ჩემი ნეკაა, მწვანე თვალება. აქ რამ მოგიყვანა? თმებში ჩავავლე ხელი და გავაფრთხილე, რომ არავისთვის ეთქვა და დაევიწყებინა ყველაფერი. კლაუსი მზად იყო ისიც გაესტუმრებინა, მაგრამ ზედმეტი დანაკლისი იქნებოდა. პრობლემები შეგვექმნება მალე, მაგრამ აქ არ ვართ? ჰაჰ

III


ბრუხა და ფრეიდელი 

ფრეიდელი - უკვე აღარ მინდა აქ ყოფნა. მწერალი ხმას არ გვცემს, ძალიან შეშინებულია. 

ბრუხა - დამშვიდდი გთხოვ, დაჯექი ვილაპარაკოთ. 

ფრეიდელ - მართლა აღარ მინდა. 

ბრუხა - დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება. 

ფრეიდელ - ყოველთვის ნუ მამშვიდებ. მითხარი რა იცი, რატო არ იღებ ხმას. 

ბრუხა - (ყველა მოვკვდებით - რუსულად)

ფრეიდელ - რაა? 

ბრუხა - (ბოდიში რომ ვერ გეუბნები - რუსულად) 

ფრეიდელ - თქვიიი თქვიიიიიი, ამოიღეე ხმაააა ნუუ დამღალეეე,  მართლა დავიღალეეეე იმ სიტყვებით, რომლებიც არ მესმის.  აქ ყოფნით, ამ ხალხის ყურებით. დავიღალე  სიძულვილით, სისასტიკით, სისხლით… აღარ მინდა.  აღარ. წავალ აქედან, არ მაინტერესებს, ჩავალაგებ ყველაფერს და წავალ, ომი ომიი ომიიიიიიი იცით საერთოდ ომიიიი რა არისს??? ეს უკვე ომი აღარაა, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, უბრალოდ დავიბადეთ. უბრალოდ დავიბადეთ… ნეტავ სულაც არ დავბადებულიყავი

(ადგება გავა) 

ბრუხა - (გთხოვ ბოდიში - რუსულად) ხვალ შენი ბოლო წამლის დღეა. არავინ იცის რა გელის. რა ბედი გეწევა. ბოდიში, რომ ვერ გეუბნები იმას, რაც დავინახე. მაპატიე. ოდესმე ყველანი შევხვდებით ჩვენს დედიკოს და მამიკოს. ბოდიშით ბავშვებო. ვერ გეუბნებით… მე ხომ მართლა დავინახე…

ბრუხა ადგება, მივა ნეკასთან ამოიღებს ფურცელს
და დაბრუნდება ავანსცენაზე)

ბრუხა -  დღეს ის ბავშვიც გაუშვეს, იმ რუსის საუბარს ვერასდროს, რომ ვერ იგებდა.  ახლა რას იზამს ის ბიჭი მის გარეშე. სულ საუბრობდნენ და სულ ერთად იყვნენ. კარგი მეგობრები იყვნენ. ძალიან კარგი გოგო იყო. ისიც მეოცნებე იყო თავისი მუდამ ცრემლიანი თვალებით. ის ბიჭი და მე მარტო დავრჩით. ცოტა დრო რჩება ჩემ გამოჯანმრთელებამდე, ნუთუ სიმართლეს გვეუბნებიან? ნუთუ მართლა კარგად გავხდებით? მანაც მართლა დაინახა?       კი. დავინახე. 



(ადგება, გააკრავს, წავა ფეხსაცნელს შემოიტანს დადებს და გვერძე მიუჯდება ფეხსაცმელს, ნეკა შენიშნავს და ჩაუჯდება ფეხსაცმელებში) 

ბრუხა - დღეს ჩემი გასვლის დღეა.  შენ რას ფიქრობ უნდა მეთქვა? 

ნეკა - ხომ მაინც ვერაფერს ვერ შეცვლიდი?

ბრუხა - მართალი ხარ… მაგრამ უნდა სცოდნოდათ.

ნეკა - კარგები იყვნენ, უკვე ყველა მომენატრა, რა ცუდია რომ ერთმანეთის სახელებიც კი არ ვიცით. 

ბრუხა - ფრეიდელ… მას ფრეიდელი ერქვა ეს ყველაფერი უკვე სისულელეა, უფლება გვაქვს ვიცოდეთ სახელები. ეს უაზრო ნომრები საერთოდ არაფერში გვჭირდება. ნეტავ თუ ხვდებოდნენ რამეს. 

ნეკა - კი… ისინი მაინც ხვდებოდნენ გულის სიღრმეში. 

ბრუხა - ვერა ვერ ხვდებოდნენ. მათ უხაროდათ, ელოდებოდნენ და ენატრებოდათ. ყველას ერთი სული ჰქონდა, რადგან  მათ არ იცოდნენ. ნეტავ შეხვდებიან თავიანთ მშობლებს? ისინი ხომ უდანაშაულოები იყვნენ. არაფერი არ იცოდნენ. ჩემი დროც მოვიდა, არავინ იცის სად მივდივარ, რა ბედი მელის. მინდა, რომ ჩვენზე ოდესმე გაიგონ, ვინ ვიყავით, საიდან ვიყავით და რა ოცნებები გვქონდა. მე არასდროს მითქვამს ჩემი ოცნება, ყველა ოცნება ფრეიდელს ვაჩუქე. მადლობა მწერალო.  (მაპატიეთ ბავშვებო - რუსულად) მე ყველაფერი ვნახე, მე დავინახე…


(გაიხდის ფეხსაცმელს, დატოვებს ადგილზევე და გავა ნეკა ადგება და დაბრუდნება მაგიდასთან)

ნეკა - მან დაინახა… მან დაინახა როგორ მიყავდათ პატარა ბავშვები შავ კედელთან, როგორ უკრავდნენ ხელებს, როგორ აფარებდნენ თავზე პარკებს, როგორ ტიროდნენ, როგორ ყვიროდნენ, როგორ ითხოვდნენ დახმარებას. ის იდგა… და უყურებდა. მან დაინახა უდანაშაულო ბავშვების ცრმემლები, სისხლი, მათი დასვრილი პიჟამოები. მათი დახეული ფეხსაცმელები.ყველაფერი იცოდა, ყველაფერი ნახა, როგორი უსამართლოა სამყარო რომ ბავშვმა ეს ყველაფერი ნახ. ომი ომი ომიი როდის მორჩებააა ეს დაწყევლილი ომი. ჩვენ ხომ არაფერი დაგვიშავებია,  უბრალოდ დავიბადეთ.   მან ეს არავის უთხრა. იგი გვიფრთხილდებოდა. არავინ იცოდა. ყველას გვიხაროდა, ყველას იმედი გვქონდა. ადამიანებით გადაჭედილი ვაგონი საკონცენტრაციო ბანაკის შესასვლელთან გაჩერდა… იქ უჟანგბადობაა, ყველას წყურია და პირი აქვს გამომშრალი. არავინ იცის სად მიდიან, რა ბედი ეწევათ და ამაზე სულაც არ ფიქრობენ, ყველას მზის სხივის დანახვა და ჰაერის ჩაყლაპვა სურს. ირგვლივ  სამარისებული სიჩუმეა, სიჩუმესა და სიმშვიდეს მხოლოდ გერმანული გაურკვეველი სიტყვები და ბრაზიანი გამომეტყველება არღვევს. ისინი გადარჩევას იწყებენ. ბავშვები, მოხუცები და ორსულები მარცხნივ, შრომის უნარის მქონე პატიმრები კი მარჯვნივ…მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ. ვინც მარჯვნივ მოხვდა გზა გააგრძელა და შეაბიჯა კარიბჭეს, რომელზედაც ეწერა “შრომა ათავისუფლებს”, ყველა მათგანში იმედი ჩნდება, რომ იშრომებენ, თავს არ დაზოგავენ და გადარჩებიან, მაგრამ ეს ხომ დიდი ირონიაა, ჯოჯოხეთური ირონია…შრომა ათავისუფლებდო, ვინც იშრომა და თავდახრილი იმუშავე ყველა ცოცხლად დაწვეს. დღის შუწი მოუშალეს და სამუდამოდ სიკვდილს მიაბარეს.  ხოლო ვინც მარცხენა მხარეს აღმოჩნდა გასახდელისკენ წაიყვანეს, სადაც იძულებით გააშიშვლეს, პირსახოცი და საპონი დააჭერინეს და შხაპის მიღება უბრძანეს. მოხუცები… ორსულები… სნეულები…სუსტები… ბავშვები….  (პაუზა)ყველას ერთი ბოლო აქვს. ყველა ფერფლად აქციეს და სიცოცხლე დაუწყევლეს. ჩემთან, სარასთან, ბრუხასთან, სეჟნასთან და ფრეიდელთან  ვიღაც თეთრებში ჩაცმული კაცი მოვიდა, ექიმს გავდა. ნამდვილი ნაძირალა, მკვლელი, ეშმაკს გავდა.   გვითხრა რომ ჩვენ რაღაცა გვჭირს და ის რამდენიმე ექსპერიმენტს ჩაგვიტარებს და კარგად გავხდებით.  არაფერი არ გვჭირს. უბრალოდ ასე მოგვატყუა და ჩვენი სიცოცხლით თამაში დაიწყო. ხოო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ომია და აქ ოცნებებს არავინ აიხდენს. ყველას მოგვკლავენ და საცდელ ვირთხებად გამოგვიყენებენ. მხოლოდ მე დავრჩი, მხოლოდდ მეეეეე, ძალიან გთხოვთ ვიღაცამ იპოვეთ ეს წერილები, რათა გახსოვდეთ. აქ სიცივეა, სისასტიკეა, სიბოროტეა, სისხლია, სიკვდკლია, ომიააააააა.   ყველა რაღაც ნომრებით ვართ დაშიფრულები. 
ჩემი ჯერიც მოვიდა. მე რა უნდა ვთქვა… მე პატიმარი 23729 ვარ. ნეკა მერქვა…

ამოიღებს და გააკრავს. 

Ryuichi sakamoto amore 
ჩაქრება შუქი და სიბნელეში ისმის ბრუხას,სეჟნას,სარას და ფრეიდელის ხმა. შემოდიან ფეხშიშველები, პალტოებით, ჩემოდნებით, ხელში უჭირავთ ძაფებით, ხისგან და რკინისგან გაკეთებული სათამაშოები. თამაშობენ, ოცნებებზე ლაპარაკობენ, აწეთ იქით დარბიან. შუქი როცა აინთება ოთხივე უკან ბოლოში კედელთან დგანან (დაფასთან ხაზზე) ნეკა თავის სკამზე ზის

სარა - გამარჯობა მწერალო

სეჟნა - მადლობა

ბრუხა - (ბოდიშით ბავშვებო - რუსულად)

ფრეიდელი - რაა? 

ნეკა - ბოდიშით ბავშვებოო

ნეკა ადგება გადააფარებს საწერ მანქანას გადასაფარებელს, ფეხსაცმელს გაიხდის და ფეხსაცმელებს მიუდებს. მივა უკან და ჩაუდგება მათ შუაში, მაყურებელში იყურებიან. შუქი ქრება. 

ისოეფი - მეხუთე ბავშვს დინა ერქვა. იტირა იტირა და ბოლოს იარაღი ამოვიღე… მე რა, კლაუსმა ესროლა. დედამისის თვალწინ. დედამისი ადგილიდან მოწყდა და თავში ხელების რტყმა დაიწყო. სახე დაკარგა და გონება დაებინდა. დინა შავი კედლის გვერდით დავაწვინეთ და ქვიშა მივაყარეთ. დედამისი კი ცოტახნით შევიფარეთ, მერე კი არა ადეკვატური და უკვე გიჟი ნაომი ბავშვებთან შევუშვით. ჰაჰ რა სასაცილოა, ბავშვებში დაიწყო დინას ძებნა ჰაჰაჰ. რა სულელია მის თვალწინ გავასხმევინეთ ტვინი ჰაჰა. გიჟია, გადაირია. წავიყვან ახლა ამას, მოვუძებმი რამე საინტერესოს. 

ნაომი - დინააა დინააა დინაააააააააააა 

დაეჯახება იოსეფს და წაიქცევა. იოსეფი ქამრიდან იარაღს ამოიღებს და დაუმიზნებს. 




სპექტაკლის დასასრული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი