სატინის ფსკერში


გამომწყვდეული გუსტავის კანში, 
ტიკივით ჩაფსკვნილს რა დამრჩენია?
მუხლუხოს ვგავარ სატინის ფსკერში,
ნაოჭის კვალიც არ გამჩენია.

ტაძიოს დავსდევ დიდი იმედით,
ცერბერის ყბებში რომ გაცუდდება,
ყინულზე მგდომი, ასპიტზე ფიქრით,
მეორედ მოსვლაც ასე იქნება?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი