შუად მავალი
სკილა-ქარაბდის, შორისდებულ მგოსანი ჩემი- მწამს უსულობით ნამიანი ალამპრავს სხეულს და მსჯავრი... ჰაუ! ქორულ ყიჟინს შეასხამს სურნელს, სრბოლა ზამთრის პირს კოინდარი საფლავს არეულს, კაბარე კიბით მოცეკვავე ნიმფა წარსულის მანამ ალმური, სანამ უცხო სიზმრებს სცდენია ვეღარ უვიდა მტვერი ზეცის იმ გუმბათს გიშრის სადაც ჯვრის პირი მიკაწრავს სხეულს, მერემც პირ უტყვი ჩქეფა მსდენია ქარქაშში წმინდა სანთლის ჭმუნვა მახსენებს ღვარცოფს ლალების კოშმარს აელვებულ ლელიებს გუნდად გუნდად იადონ შემოესხათ გადამწვარ ხელებს... ქარქაშში წმინდა სანთლის ჭმუნვა მერევა მხოლოდ სკილა ქარაბდის შორისდებულ მგოსანი ჩემი მწამს საარაკოდ გარდასული ალამპრავს სხეულს. ქარქაშში წმინდა სანთლის ჭმუნვა მაღვივებს მხოლოდ... მაღვივებს მხოლოდ... ბობოლა სურნელ და პირ...უტყვ სხეულ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი