არფა ასურეთი
მგზნებარე იყავ მაშინ ვარდობას თითო რტოება დამაგვირგვინე შენი ამალა მაისის ქარი, ჩემს სატყუარად შემომიჩინე და მოგითხრობდნენ ჭორებს- ამბორზე ჭორებს რომ ლოცვით სხვის ბაგეს ვმუსრავ. მე გემალები... ფსალმუნს ვუმატებ კლავირს- ვმღერი სიცოცხლეს კვლავინდებურად. მგზნებარე იყავ მაშინ... ვარდობას მე გიღალატებ მერ-მერობითაც... ვეღარ გავუძლებ შიშველ სამეფოს როცა მისჯილი ტყვეთა ბუნტისას მე ვერ გიშველი.. და მორჩეს ნოტი რომ არ იყოს არც სიმღერა, არც გარდასახვა და მოკვდეს მეფე, როგორც მეფე და კაცი როგორც ლოდი სევდის, ლოდი აშურის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი