იბერიის ტკივილი


განვლო მრავალმა წელმა და ჟამმა,
არ დაგვასვენა ბოროტმა ყვავმა.
მტერს მუდამ ჰქონდა ეს განზრახული—
ჩვენი მტვრევა და რბევა მზაკვრული.

ჰე, ჩემო სამშობლო, ღალატით სავსევ,
მტერი შვილების დაღვრილ სისხლს გასმევს.
ღმერთი მიხედავს და უსამართლებს,
კეთილთა სულებს იქ განამართლებს.


ტაძრებთა წიაღსაც ხშირად ავნებდნენ,
ურწმუნონი, ეშმაკს რომ ბაძევდნენ.
ციხე-კოშკებიც წალეკეს მრავლად,
ეშმაკი მუდამ გებრძოდა ხარბად.


ვაი იმ დედებს და გულის პატრონებს,
ვინც აიტანა ტანჯვა და გვემა,
ვინც აიტანა შვილთა სიკვდილი,
და იგრძნო ძლიერი სულისა მტვრევა.


რწმენა გვაქვს უფლის და მამაღმერთის—
ეს გვაძლიერებს და გვაერთიანებს,
მოგვცემს ნუგეშსა და მშვიდობასა,
მოგვცემს ეშმაკის მკვეთრ რიდობასა.


კალამს ხელში ვიღებ და ვწერ,
ჩემი ქვეყნის ტკივილს დავწერ.
შემდეგ ვილოცებ და ვიტყვი:
„ღმერთო, ნუგეშს ნუ წაგვიტყვი!“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი