პოეტის დანიშნულება (თემა)


პოეტის დანიშნულება კაცობრიობაში საკვანძო თემად იქცევა ხოლმე, და ადამიანს ხშირად მრავალი ლექსი ახსენდება, რომელზეც დაყრდნობით მსჯელობს. რაც შეეხება "ჭაღარას", ამ ლექსში მკვეთრად იხატება პოეტის დანიშნულება როგორც ერში, ასევე ბერში. ლექსში გადმოცემულ ინტერპრეტაციას საფუძველი უდევს პოეტის შეუპოვრობაში—მიუხედავად ყოველი განსაცდელისა და დაბრკოლებისა.

ლექსის პირველი და ბოლო სტროფი საპირისპირო შინაარსს ატარებს. აკაკი წერეთელი პირველ სტროფში თავს ასახავს, როგორც დეგრადირებულ პიროვნებას, რომელიც სულიერი სნეულებით არის მოცული, ხოლო ბოლო სტროფში ეს დეგრადაცია ანაცვლებს შეუპოვრობასა და მტკიცე დგომას განსაცდელის წინაშე. ეს ნიშნავს, რომ პოეტი ვალდებულია ძლიერი იყოს გარკვეული პრობლემების წინაშე.

თუ პოეტს არ ძალუძს წინააღმდეგობის გაწევა, ამისთვის საჭირო ხერხებს უნდა მიმართოს. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი "მერანი". იგი ნათელი მაგალითია შეუპოვრობისა, რადგან ლექსში გადმოცემული დაბრკოლება მერანს ვერ ერევა და ის მაინც წინ მიიწევს. ამ ლექსისა და პოეტის დანიშნულების კავშირი იმაში მდგომარეობს, რომ პოეტი მტკიცედ უნდა იდგეს თავის გზაზე.

ასევე, მკაფიოდ არის გამოკვეთილი პოეტის დანიშნულება და მისი განუზომელი ღვაწლი ლექსში "პოეტი", რომლის ავტორიც არის ნეტარ ხსენებული ილია მართალი. იგი სრულყოფილი სახით უსახავდა მიზანს მომავალ პოეტებს, ვინც კი ერთხელ მაინც განიცდიდა მის ნაწარმოებებში ჩადებულ გრძნობას.

ილია ჭავჭავაძე იყო გზა-საკვლევი მის შემდგომ მოღვაწე პოეტებისთვის. ამიტომ, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პოეტმა მხოლოდ ლექსი არ უნდა წეროს, არამედ მას უნდა გააჩნდეს სხვა აუცილებელი თვისებებიც სრულყოფილებისათვის, როგორიცაა:

სარწმუნოების ღრმა პატივისცემა და სწავლება,

სამშობლოს ერთგულება და თავგანწირვის მზადყოფნა,

მშობლიური ენის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობა და მოპყრობა.


სწორედ ილია ჭავჭავაძე გვიანდერძებს სამ სიტყვას, რომლებიც დღევანდელ ახალგაზრდებმაც და ხნიერებმაც სიცოცხლის ბოლომდე გულში უნდა ჩაიბეჭდონ—ენა, მამული, სარწმუნოება. თუ პოეტს ეს გაცნობიერებული აქვს, მისი ღვაწლი ერისა და ბერის მიმართ ისეთივე იქნება, როგორიც ილია მართლისა.

ასევე, აკაკი წერეთლის ერთ-ერთი ლექსი "ჩანგური" შესაძლებლობას გვაძლევს, პარალელი გავავლოთ ამ თემასთან. ამ ლექსში გამოყენებული საგანი—ჩანგური—ხალხს ხშირად უბრალოდ სიმებიანი საკრავი ჰგონია, მაგრამ საღად მოაზროვნე პოეტმა ალეგორიული ტერმინის დახმარებით ჩანგური სიბრძნის წყაროდ წარმოგვიჩინა.

ეს სიბრძნე უნდა ერწყმოდეს პოეტის თვისებებს. თავად პოეტი კი ჩანგურის სიმებს ჰგავს, რომლებიც მის საყრდენს წარმოადგენენ, რათა დაუკრას ჟღერადობა—ჟღერადობა, რომელიც ხალხს სწორ გზაზე დააყენებს, გაუნათებს დაბნელებულ გონებას და დაამშვიდებს დამწუხრებულ გულს. მაშასადამე, პოეტის დანიშნულება მხოლოდ ერთი ახსნის მატარებელი არ არის, თუმცა ყველაზე მკაფიო და საჭირო ახსნა მაინც
ილია ჭავჭავაძეს აქვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი