ჰადესის კოშმარი


აქ სულ სიოა, სიმშვიდე,
მუდამ ახლოა ზარებთან,
სერაფიმების ხმა ისმის ნეტა?
ცერბერს რა უნდა კარებთან?

ზღვა სუნთქავს, მთვარე ლივლივებს,
პრომეთეს ჩასძინებია.
ასეთი მშვიდი კოშმარი,
ჰადესს რად დასიზმრებია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი