გამქრალი სასვენი ნიშნები და სხვ.
დაიკარგა წერტილ მძიმე და ნიშანი ძახილისა ლექსის სტროფის და ტაეპის თუ სტრიქონის ნაწილისა აღარავინ აღარ ბრაზობს აღარავის აღარ უკვირს რადგან უკვე არ არსებობს ის რაც ტექსტში აზრს თავს უყრის გაქრა ყველა აბზაცი და გაქრა ყველა შედარება გაჩნდა სრული ქაოსი და ქაოტური ნეტარება უდეფისოდ ამახინჯებს ამ ლიცლიცა რითმას პწკარი თითოეულ ასო ბგერას შორის ამოვარდა ქარი მოთქმა კვნესა ტირილი და ვაი ვუი ბევრი ვიში თითქოს წყალმა წალეკაო ამ ლხინსა და უფრო ჭირში ვერ იკვეხნის გულწრფელობით ვერც სინაზით ეს ღიმილი ლექსს კი ნაცვალსახელების ეფინება სიმძიმილი სივრცემ შთანთქა მეტაფორა აღარ უჩანს ლექსს ნაპირი მაგრამ ხოლო თორემ ანუ გაიცრიცა და კავშირიც მოსალოდნელს ეომება თქვენი მონა და მორჩილი შიშით თრთის და ვერ ისვენებს ბაგაბუგით გული ჩვილი დგება მოსალოდნელი და მტკივნეული გაწბილება რადგან ახლა ყველა სიტყვაც ერთურთს მყისვე დასცილდება რომ იცოდეთ რა რთულია ამ წვალებით ლექსის წერა თითქოს ნებით და შეპარვით სიტყვებს მოხვდათ მწველი მზერა გაიწელა უაზრობა ლექსსაც ბოლო აღარ უჩანს რადგან ჩუმად გამოკრთება სამწერტილი ბოლოს ურჩად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი