შენი ხმა ჰრეკს ზარს სვეტიცხოვლისას.


შენი ხმა ჰრეკს ზარს სვეტიცხოვლისას.
კისკისი ღვთიურ თეთრი ბროლისა,
ვტირი, მთოველის ბედს არ ვეღირსო,
დამინდე, მხვდა რა ხვედრი მგოსნისა!

სიყვარულ წმიდა ღვთისამშობლისა,
სიკეთე აღმდგარ ცით მაცხოვრისა
გთხოვ, დიდებულო, რომე შემინდო,
ხმაო, მიწიერ სამოთხისაო.

ვლოცულობ, მერგოს სიკვდილი ბედად.
მე ჩემს ლექსების დასასრულს ვხედავ!
ჯოჯოხეთს ჩასულ, სევდიან გედად, 
დავრდომილს, ეულს და უხეიროს
მაგრამ შენი ხმით ტკბობის იმედად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი