სიყვარული და სიკვდილი


1
წამწამს მეჯექ, რაწამს მტერი ჴდა მხარს,
მზად ვართ, მოვკლათ ის — ან ერთად მოვკვდეთ
ამას ვარჩევდი სიცოცხლეს ნაძრახს,
გულო, თავისუფალნი ვიცხოვრებთ!
2
წამწამს მეჯექ, რაწამს ბრგე ქვა ზვირთის
გემსა შეასკდა, ჩამოწვა შიში.
ვრქვი, ჩამეჭიდე ყოველ კვრამდის ზღვის
ვიქნები გზა შენი ან სახლი ცის.
3
აგიელვარა სიცხემ ტოპაზნი,
ლოგინი დავთმე. გავერთხი მიწას
გასავათებული, მზადყოფნაში
ვერც აღვდგე, თუ ქორფა გაფრინდი ცას
4
მიწა იძრა, კედლები ოხვრაში
შეირყა ყოველი, თითქოს მთვრალი
ვის დავეძებდი ნანგრევ ოთახში?
შენ. პირველი ხარ, გულო, ჩემს თვალში.
5
ოდეს შემეკვრა სუნთქვა, ვკვდებოდი
ვერ ვლაპარაკობდი, თვალთ წამერთვა
ოჰ, შენკენ,შენკენ, შევბრუნდებოდი
სულით ობოლით! ფუჭი ვაება...

6
ეს და მრავალი; არ მყვარობ შენ კი,
არცა ძალგიძს! ტრფობა არ არს ნებით 
ვერც გაგამტყუნებ, ჩემია ხვედრი
ძლიერ, ტყუილად, მარად მიყვარდე!

მარად მიყვარდეს შენი სახელი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი