......


ახლა სიმშვიდეს ვერ შეველევი...
სხივს,იმედიანს;ფიქრში დანახულს.
ღმერთო!
დამლოცე სიყვარულისთვის.
დღეს უსასრულოს ვხატავ გაზაფხულს.
მე არ მღლის ფერთა სასწაულები. მიტაცებს .,ვპოვებ ზღაპრულ ქარაგმას.
მზის სხივს შევეხე
 ნაცნობ ბილიკზე  ვდგევარ... ვჩურჩულებ:შენ ვერ დამკარგავ.
აქ სამყაროა სულ სხვა ოცნების..
როგორ დავჩუმდე,როგორ არავთქვა
აქ სიცოცხლეა რიცის გედების
და ეს სიცოცხლე სიზმარს არაჰგავს..
დღესასწაულებს ვერვინ წამართმევს..
სხივს,იმედიანს;ფიქრში დანახულს..
ღმერთო!
დამლოცე 
სიყვარულისთვის.
დღეს ,უსასრულოს ვხატავ გაზაფხულს.
აქ სამყაროა ჩემი და შენი..
როგორ არავთქვა...
როგორ არავთქვა.
2020წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი