წერილი მეგობარს


წუხელ გვიან ვნახე წერილი, მწერდი ბანალურად , თუ რამე დაგჭირდეს მომწერეო, წავიკითხე და ვიგრძენი, რომ  შენმა სიტყვებმა გაგანთიადს დაასწრო და მომეცა ძალა , ისევ შემეხედა  მისთვის . რახან მწერ, გავკადნიერდები და მოგწერ, რომ მჭირდება არა ჩვეულებრიბი დრო, როცა მოვიგდებ ჩანთას და  წავალ ძალიან შორს . ჩანთა მჭირდება  დიდი სუპერ  ნივთები  რომ  ჩაეტიოს.  .ფეხსაცმელი  კარგი  ყველა  მწვერვალი ,  რომ გადალახოს.  და  დიდი  ქუდი  რომელშიც   დავიმალები, მე ხომ ისედაც აქ არ ვარ. მჭირდება ხის პატარა ოთახი,  პატარა კელიის მსგავსი , სადაც საღამოს ცეცხლს  დავანთებ და ვიგრძნობ, რომ  შინ ვარ. მჭირდება  ოთახში  შეუმჩნეველი  სარკმელი, ესეც სენაკის მსგავსი, რომლის პატარა ფარდას  მხოლოდ იმისთვის გავწევ , რომ ოთახსში  მთვარე შემოვუშვა , სხვა მხრივ ჩამოშლილი მექნება, მზეშიც ავდარშიც, რადგან ასეთ დროს არასდროს არ ვიქნები შინ   . მზად  ყოფნისთვის კიდევ მჭირდება  სქელი სამოსი , ხელი  რომ  კიდევ  შემაწმინდონ , სამოსმა ხომ  უნდა გაუძლოს . თორემ , ხომ იცი  სხეულს თუ ტყუილი დაემჩნია ვეღარ მოაცილებ , მით უმეტეს ჩემს კანს,  ქონი  რომ  არ  აქვს  გასავლელი  და პირველივე  ხელის წასმაზე სულშია უკვე. ამიტომ მჭირდება სქელი  სამოსი, მერე რომ არ მისაყვედურო რა მძიმედ დადიხარო.   მძიმედ სიარული იქით იყოს და ისიც  იცი , როგორ მინდა , ყველსგან დავრჩე შორს  მარტო, ოღონდ უეჭველი, მე გვირილების მხარეს მინდა. რა გამაძლებინებს მათ გარეშე . ამაზე ისევ გამკიცხავ.  მეჩხუბები . რა ვქნა , ზედმეტად ერთგული მინდა,  ვიყო , ამითომაც გვირილების მხარეს ვრჩები, რომლებიც ჩემზე უფრო ერთგულნი არიან. მეც ასეთებთან  მინდა მხოლოდ.  ენძელებთანაც  მინდა, მათთან  ვმუნჯდები  და  მაგიტომ . დუმილი მინდა , დაე ყველას ის ვეგონო  ვისაც ჩემი გაჩუმებით  ვგონივარ , ოღონდ მათთან ვიყო.  ოხ , ვერც ერთხელ ვერ დავპატიჯე ორივე ერთად , ეს ენძელა ისეთია, წამით შემავლებს თვალს და მტოვებს.  მხოლოდ  ჩემს  იუბილეზე  დარჩა  დიდხანს.  მარტო  ვიყავი და ამიტომ დარჩა . მერე  გავუშვი,  შემებრალა , ამ  სამყაროში  ხომ  დიდხანს  ვერ  ძლებს. თავი ასტკივდა  და  გავუშვი,  წავიდა  მაგრამ  დაგიბრუნდებიო ,- მითხრა.  რაც შეეხება გვირილას , გამოგიტყდები, დუმილის  დროს  მას  უფრო  ვბაძავ , ისიც ხომ ჩუმადაა, როცა მასში ვზივარ და  ვსაუბრობ, მას ესმის ჩემი , მაგრამ გვირილა ჩუმადაა , ამიტომაცაა ასეთი სუფთა, კოპწია   და სათნო. მე კი გვირილა მინდა ვიყო, სულით მაინც ;  გვირილა  ჩუმია , ენძელაზე ჩუმი , ან რა უნდა თქვას , ნანახით  აქვს პირი სავსე , სმენით ტანი აქვს მძიმე  . რომ ისაუბროს , წყალი სჭირდება ,  წყალს კი ვერ სვამს , სათქმელი აქვს ბლომა პირში,  ამიტომაც დგას და მისმენს, მალე წამიყვანენო  და  უხარია, სიმსუბუქის მოახლოებას გრძნობს, არ უნდა დამტოვოს , მგრამ  ვგრძნობ როგორ უჭირს  და აღარ ვთხოვ. მტოვებს მხოლოდ დროებით . აბა რომ დარჩეს და  ჩემსავით  ილაყბოს , ხომ დაუმძიმდა  საბრალოს ტანი. ეჰ ამაზეც  მოვრჩები, თორემ წამომცდება  რაღაც და ისევ მისაყვედურებ,  თუმცა წამომცდა უკვე. რაც გვირილების სეზონია სულ თან დამაქვს,  სამეცადინო მაგიდაზე ჩემთან ერთად  ზის და სწავლობს . რომ ვერ ვგებულობ , ვბრაზდები და ხელს მაგრად ვუჭერ, მაგრამ მახსენდება, გვირილები დედა- ღვთისასია  და ხელს ვუშვებ.   ხო დედა- ღვთისასია, მე ხშირად მიმაქვს მასტან ყვავილები, პატარა ჭიქაში ვაწყობ და ახლოს  ვდებ, ვიცი ისედაც იგრნობს სურნელს , მაგრამ მაინც. რამდენი ვიჩერჩეტე, მინდოდა, საჭიროებაზე მეთქვა , მაგრამ ფიქრებმა წამიღო და  ხო კიდევ  მჭირდება   სახლთან ახლოს  დიდი ტბა ბაყაყების  რომელსაც გვირილები ექნება ჩარჩოდ,   ჩავჯდები  გვირილებში ,  ვესაუბრები  წიგნის  პერსონაჟებს   გავკიცხავ, შევიყვარებ,  და ასე  ვიტიტინებ დაუსრულებლად,  რადგან  სულ  მარტო  ვარ და ასეც რომ არ იყოს,  ყველაზე  ბედნიერი  მათთან  ვარ მე.  ეს  ოცნება  ჩემი  იყოს     თავადაც ავისრულებ , ბოლო- ბოლო  , სხვა  სამყაროს  სახლი  მქონდეს  და  ბაყაყებს  თუნდაც   საწოლის   ქვეშ ვაყიყინებ,  გვირილებითაც  ავავსებ   ეზოს,  ახლა  მეტყვი შექანებული ხარო, ამაზეც გაგცემ პასუხს . ჩემს  ასაკში,  ამ  სამყაროში,  ცოტა  შექანებულობა   აღარაა საკმარისი,  მეტად  უნდა გავუბერო,  რომ  არ  გავგიჯდე . ეს  შენც  არ  გაწყენდა,  რადგან  ტირიფის  მოტეხილი ტოტივით   ვგავართ  ერთმანეთს.  მწყევლიო  ამაზე  მეტყვი,  მაგრამ  ვიცი,  სული   მეც შენნაირი  მაქვს.  აუ  ისევ დამავიწყდა მოთხოვნები, არადა ეს მინდოდა მხოლოდ.   პატარა კვიცი მინდა მყავდეს , იცი როგორ?!  მშიერი  მოსწავლის  დანახვისას  ფული მინდა მქონდეს , სხვა სამყოფელისთვის ამ სამყაროში ადგილი მინდა მქონდეს ან შენ გქონდეს, ან ორივეს ერთად  სულ  ერთია,  თუ  ორივეს  არა , მინდა შენ  მაინც იშოვო თავშესაფარი ყოველივესთვის და ყველა ეს სურვილი   შემისრულო  ,რადგან  ვიცი  ამჯამად  შენც ის გჭირდება ,  რაც- მე,   მაგრამ  მაინც  რა  დიდია  ეს  სიტყვები,  არ აგქვს და მაინც  მზად ხარ, გაიღო  ესაა  ჩემთვის ბედნიერება - შენი მეგობრობა , და მე ვპირდები ჩვენს მეგობრობას, რომ ერთად ვივლით . რომ ვიცხოვროთ რადგან  ვეღარ ვძლებ,  ვერ ვეტევი.  ცხოვრება მინდა , ვყვირი. არ ცხოვრობო?!  მეტყვიან,  ვცხოვრობ  , მაგრამ როგორ?!   ის  რაც  ზოგს  ცხოვრება ჰგონია  ჩემთვის  უბრალოდ  გაძლებაა , შეჩვევა ამაოებასთან.  გესმის,       ვიცი  შენ  გესმის. ამიტომაც მინდა.  გვირილების სამყაროში მინდა   ცოტა კი გავსვრით,  მაგრამ  აიტანს გვირილა ბევრია, თან  ისეთი  თეთრია  შენს  ფერს  ვერც იგრძნოვს . ჩემგან იკითხოს ნახშირწასმულს რომ დავამსგავსებ.       

                                                                                         2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი