ხე, რომელიც ერთხელ აყვავადა
ჩემს ფესვებში მოქცეული გული ნამცეცაა, მაგრამ ღრმაა, შიგ შემიძლია შენც დაგტიო და მთელი სამყაროც , მაგრამ შენ უფრო, მითხარი ხომ აღარ მიმატოვებ.. ხომ აღარ მოგბეზრდება ჩემი ყოფა, ჩემ მარადიული შემოდგომა. - მე , მეუცხოვეთ, იცით, როცა გნახეთ, შემოდგომა იყო, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, რომ სხვა იყავით, თითქოს ყველასნაირი, მაგრამ უცხო, სხვა ფერი, ისედაც ამ სევდიანი შემოდგომისა, მაგრამ ვერ , მივხვდი ვერ ჩავწვდი და მალევე გადამავიწყდა.. ახლა კი როცა ისევ გნახეთ შევიცხადე, დღეს გაზაფხულია, გვერდით ვაშლი გიყვავით, ყოველი კვირტი ისე მოუკაზმავს ფერუმარილით, თითქოს ლხინი აქვს და გოგონებს გასთხოვრად ამზადებსო. -თქვენ კი დგახართ, ისევ საუცხოოდ, შემოდგომის გაცრეცილი სამოსით, ნუთუ გაშიშვლების გეშინიათ ან გრცხვენიათ, მაგრამ რატომ? თქვენ ხომ ასეთი ლამაზი ხართ. - მე მარადიული შემოდგომა ვარ, მომიგო წიფელმა, შემოდგომაზე დავიბადე, შემოდგომით ვიგრძენი ყოველივე პირველი ქვეყნად. - სევდაც, ტკივილიც, სიხარულიც, და განშორებაც, უფრო სიყვარული. ერთხელ ჩემთან თხუნელა მოვიდა, შემომიჩნდა და ჩემსს სოროში დაიდო ბინა, სორო რომ არ იკმარა გულზე შემობობღდა, გული სავსე დახვდა, შეუცნობელი, ვერ გაუგო და ტანზე ამობობღდა, ვიცოდი გულსს ვინც ვერ წვდებოდა , ახლოს არ უნდა გამეკარებია, მაგრამ ჩვენი სული ხეების ხომ უმწეოა, ვდგავართ უძრავად და გვაფურთხებენ. მერე როცა თხუნელას მოვბეზრდი წავიდა და სულზე ეს გამხმარი ყვავილები შემატოვა, ჩემი მარაიული წყევლა, ჩემი დილის თრთვილივით ხანმოკლე პაემანი. - მან რატომ შეგატოვათ, წინ ერთფეროვანი, მაგრამ სისპეტაკე ზამთარი გელოდათ, ჰოდა ჩაგეცვათ თეთრი კაბა და გეფრინათ დედოფებთან , მეფეებთან, დაწინდულიყავით. რატომ არ შეიმოსეთ ზამთრის ფიფქით? - აზრი ის არ მელოდა , მე კი სხვასთან სიყვარული არ მიშვებდა, წყევლა იყო, სიყვარულიც და მონატრებაც, მონატრება უფრო ორმაგიც კი, დგახარ და იმზირები, მოვა არ მოვა, და თავს იმით ირთობ, ახლა თუ ყვავი ჩამომიჯდება ფრფებზე მოვა, თუ ჩიტი არ მოვა.. და ასე მონაცვლეობით. ნუთუ თქვენი გრძნობები ძლიერია ბუნებაზე, როგორ არ შეუძლია დაუტევნელ გაზაფხულს არ გაგხეთქოთ, ან თუნდაც ზამთარს? რომ არ გიყინავთ მაგ ცოდვიან ფოთლებს, რომ ისევ იყვავილოთ, ან თუნდაც ზაფხულს გვალვისგან , რომ კვდება ყოველივე, როგორ არ კლავს ,წვავს ამ ფოთლებს? -სიყვარული, მონატრება, ეს იმდენად ძლიერია , რომ შენი დროები ვერაფერს ხდება. მოდის გაზაფხული, ფეთქავს , ბორგავს, იკვირტება და ვერც იკვირტება, ბოლოს იღლება და მიდის. მოდის ზამთარი,შემომხვევს ვნებააშლილი აფთარივით მკლავებს, უნდა დამეუფლოს , მაგრამ ამაოდ, ჩემი სიყვარული მის გახუნებულ ვნებაზე ზემდგომია. მოდის ზაფხული,მასაწყლებს თავს, მცხლაო და შენს ფოთლებში შემიფარეო, თითქოს მეცოდება ვიფარებ მაგრამ მტრია ჩემი, მთელი ღამე სხივებს მისვავს, გულამდე , რომ დამხრუკოს. დილით მეღვიძება და ვაგდებ.. უაუსურია მას ვერევი მარტო. და შემოდგომა, შემოდგომა ჩემია ჩემი და მისი. ღმერთო.. მე დაგბრდღვნით ახლა, რას უცდით, რას ელით, იყვავილეთ დაიშალეთ და ისევ იყვავილეთ. - ჯანდაბა, განა არ მინდა, უბრალოდ,იმ დღეს მოვკვდი, სხეულით ვარ მარტო. და გგონია, ამით ვამტკიცებ ერთგულებას? ჩემი უსუსურობა , მძულს უბრალოდ. ტანზე ხავსი მედება და ამით ვგრძნობ, სხეული მაინც ვარ..ის იყო ჩემი მარადიული შემოდომა, განა ასე რთულია მიხვდეთ ერთგულებას... -ერთგულებას? ჰა, ჰა, ჰა, განა რაში ჭირდება თხუნელას თქვენი ერთგულება? თქვენს შემდეგ ალბათ ასი ტურფა ჰყავდა. -რამდენი უყვარდა მერე, ან რამდენსს უყვარდა თავად? - ეგ მე რა ვიცი.. - მისთვის არც მიერთგულია, აბა გაიხედე ყველა ხე ერთმანეთშია, და ამათგან ასიდან ხუთსს თუ უყვარს ალბათ გულწრფელად, მე მიყვადა და ცალად ვარ, ამას ვუფრთხილდები, იცი რა უიშვიათესია სამყაროში ახლა ეს. და ალბათ თქვენთან ქვემოთ უფრო. - ვიცი აღმომხდა გონდაკარგულს, რაღა მეთქვა ამ ტრაგიზმით სავსე ხისთვის, რომლის სული გრძნობა გაცილებით დიდი იყო ადამიანებზე. და სიყარული, ჩემი მისით .. გატანჯული ხე. და ადამიანები ჩემი გასაცოდადავებულნი, სხვისი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები. და სამყარო,ჩემი, ტყუილით , ვნებააშლილობით, სიბინძურით სავსე სამყარო, მძიმე როგრც ამ ხის მომაკვდავი სული, და მაინც მებრძოლი სინათლისკენ, როგორც ამ ხის გრძნობა, წელიწადის დროებთან. და ბოლოს თხუნელა..თხუნელა უდღეური, უქამრო , ყველაზე უშნო უსულო ხე.ყვავი , რომ დასასკინტლად ეტანება მხოლოდ. და ცხოვრება ერთი დიდი გაუგებრობა. და მე დაკარგული აქ თქვენთანაც და იქაც, ქვემოთ. 16 დეკემბერი 2020წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი