იდუმალი ღამე
ღამეა, ისევ ცოცხლდებიან ლურჯი ჩრდილები, ჩამავალი მზე ერეკება სარკმელთან წყვდიადს, ამ შემოდგომის ღამეებში შემოჩვეული, მოჩვენებები ბნელ ოთახში იწყებენ რიალს. ფიქრები უკვე სიბნელეშიც მიღრღნიდნენ სხეულს, ისე მიმძიმდა უშენობით ღამის გატანა, მენატრებოდი და სიგიჟის ზღვრამდე მისული, ვეღარ ვამჩნევდი დავემსგავსე,თურმე ავაზაკს. ბნელში სარკმელთან აჩრდილები ჩურჩულს იწყებდნენ, ქანცქაცლილ დღეებს იანვარი ნისლებში ხვევდა, ამ უღიმღამო სიბნელეში დაქროდა ქარი, მე კი ოთახში არსებული სიჩუმე მეცვა. თებერვლის ფიფქით მევსებოდა სულში ფიალა, მე ღამეები უშენობის შემოვიკედლე, როგორც იუდამ საკუთარი თავი გავეცი, და ამ ოთახში თვითმკვლელობის გრძნობა ვიგემე. შუაღამისას შეარხევდა წყვდიადს ნიავი, ამ უღიმღამო სიბნელეში გაიჭრა მთვარე, მოჩვენებებიც გაიპარნენ ღია კარიდან, ვითარსი შუქი აცოცხლებდა იდუმალ ღამეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი