ინტერვიუ საკუთარ თავთან


ბლიც ინტერვიუ საკუთარ თავთან...
სახელი - მაია
ასაკი - 42
პროფესია - ზოგადი პროფილის ექიმი- სტომატოლოგი
ვიწყებ - მინდა დავიწყო
ვგრძნობ - სიცივეს
ვიცი - არაფერი
ვკარგავ - დავკარგე
უარვყოფ - ცუდ ენერგიას
ვმალავ - ყველაზე ძვირფასს
მიხარია - ბავშვები
ვერიდები - ახალ გრძნობას
ვხარჯავ - დროს ინტერნეტში
მწყინს - ბევრი რაღაც
ვკამათობ - თითქმის არასდროს
ვოცნებობ - შვილზე
ვალამაზებ - კედლებს ნაქარგებით
ვიტყუები - სამწუხაროდ
ვჭორაობ - რატომღაც
ვდარდობ - ბევრს
მწამს - ღმერთის
მიკვირს - ბოროტება
ვტირი - ხშირად
ვიცინი - გულს მიღმა
ვუხეშობ - ხანდახან
ვყოყმანობ - ხშირად
მსიამოვნებს - სითბო (გულის)
მკლავს - ღალატი
განვიცდი - უყურადღებობას (ბოლო დროს რომ გავხდი)
ვემალები - სიყვარულს
მახსოვს - ყველაფერი
ვივიწყებ - ყველაფერს ( ერთის გარდა)
ვნანობ - თუ ვინმეს ვაწყენინე
ვემტერები - არავის
ვნატრობ - თბილ საკუთარ სახლს
ვუსმენ - გულს
მიყვარს - იასამანი, ბავშვები
მძულს - ტყუილი
ვეჭვიანობ - ძალიან ხშირად
ვაიგნორებ - ბოროტებას....
და ბოლოს....
რას შევცვლიდი ამ ცხოვრებაში? - მხოლოდ ერთ დღეს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი