გზა-არსაით


გზას მივუყვები წვიმიანს, მარტო...დავლიე ორი ჭიქა კონიაკი და გამოვედი.. ფხიზელი ვერ გამოვდიოდი  გარეთ....უკვე რამდენი ხანია ვზივარ სახლში და ვცდილობ არ ვიფიქრო შენზე...ჩვენზე და სიყვარულზე... ფხიზელი სიყვარულზე ფიქრი "მურტალია"... აი მთვრალი კი... გიხსენებ და ვტირივარ....ვფიქრობ და ვტირივარ....ვოცნებობ და ვტირივარ.... თვალებს ვხუჭავ, წარმოგიდგენ და ვღრიალებ... მოკლედ მიყვარს სიმთვრალე და სიმთვრალეში ამ სიყვარულის დამალვა... რა გატირებს? მეკითხება ჩემი ორეული... მე ვპასუხობ: სიმთვრალე... ისიც მიჯერებს.. გიყვარს? -ჩამეძია ისევ საკუთარი ორეული... მე ვპასუხობ: მეზიზღება, მძულს... კვლავ მიჯერებს... ან მე მთვრალს მგონია რომ მიჯერებს... წამოვდექი, ჰაერზე გასვლა მოვინდომე.... მთვრალი ხარ, სად მიდიხარ... ისევ ეს ორეული გადამეღობა კარებთან... ხელი ვკარი და სახლში ჩავკეტე, მე კი ბარბაცით გავუდექი ქუჩაში გზას.. წვიმს... წვიმის წვეთები თმიდან წურწურით მეცემა თვალებზე, უერთდება თვალებიდან წამოსულ ცრემლს და ნიაღვარივით ჩამომდის ლოყაზე.. იდაყვით ვიწმინდავ ცრემლს და წვიმას და ვაგრძელებ გზას... ვერ ვხედავ ვერაფერს, თქეშივით მოდის წვიმა,  ასფალტზე ნიაღვრები მოცურავენ...კაციშვილის ჭაჭანება არაა, აქა-იქ მანქანების მოგუდული სიგნალი მესმის... არვიცი ღამის რომელი საათია, არც ის ვიცი სად მივდივარ... მივბარბაცებ... ფეხები სულ სველი მაქვს, რატომღაც დავიხედე ფეხებზე და სახლის ჩუსტები მაცვია... გამეცინა... ეხლა ესე რომ მნახოს, როგორ დამცინებს და თან გამიბრაზდება. .  ფეხებზე მკიდია -გავიფიქრე და ბანცალით გავაგრძელე გზა არსაით.... 
  17.09.2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი