---


ისეთ ასაკში ვარ, არაფერი რომ აღარ მიკვირს.... არაფერი ადვილად რომ აღარ მწყინს და მხოლოდ იმაზე რომ მწყდება გული, ბევრ ადამიანზე დრო ტყუილად რომ ვხარჯე... ვინერვიულე ისეთ რაღაცეებზე და ისეთ ვიღაცეებზე, სულ რომ არ უნდა მედარდა.... წლებთან ერთად მივხვდი: სჯობია იდარდო იმაზე რაც გააკეთე და არ გამოვიდა, ვიდრე გინდოდა გაკეთება მაგრამ ან ვერ გარისკე ან არ გააკეთე...წლების მატებასთან ერთად უფრო აფასებ საკუთარ თავს, უფრო მეტად ჭკვიანდები და ხვდები სამომავლოდ დრო უფრო ნაკლები გრჩება....მაგრამ დროის სწორად განაწილებასაც სწავლობ და უფრო ხარისხიანად, უფრო ფერადად და მრავალფეროვნად ცხოვრობ...შეიძლება შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ აღარ დარდობ, რადგან იცოდი რომ შეიძლება ასე მომხდარიყო... აღარ გტკივა გული ისე.... აღარც პეპლები დაფრინავენ....თუმცა ცხოვრებას  უფრო ლამაზ ფერებად აღიქვამ... არ იცი კიდევ რამდენი რამ გელის, არ იცი რა სიურპრიზები გელის... არ იცი - არაფერიც არ იცი, მაგრამ ცხოვრება მაინც გიხარია... ცხოვრება, რომელიც სავსეა ნაირ-ნაირი  ფერებით და ამბებით... 
   მე მიყვარს მთელი ის ფერები რითაც სავსე იყო უკვე გასული ცხოვრება... მომავლის ფერებიც მიყვარს.... მომავლის ამბებიც მიყვარს.... ფერადი, ლამაზი, ბედნიერი ამბები.... იმედია მართლაც ვიფერადებ და ვიბედნიერებ იმ მომავალში, რომელიც მინდა რომ მქონდეს... 
  12.06.2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი