მხოლოდ მე ვიცი


ამ დრომდე როგორ მოვედი ეს მხოლოდ მე ვიცი. 
 ამ დრომდე რამდენი ბედნიერი წუთები და  ტკივილით სავსე წუთები მქონდა ესეც მე ვიცი მხოლოდ..
ამ დრომდე რამდენი აღმართი და დაღმართი გამოვიარე, ესეც მხოლოდ მე ვიგრძენი...
 რამდენჯერ მიგრძვნია სისუსტე და რამდენჯერ სიძლიერე ესეც ჩემი საიდუმლოა..
  რამდენი ღამე დამთენებია ტირილში და რამდენი დილის გათენება მინატრია - ამის მომსწრეც მხოლოდ მე ვარ...
 რამდენჯერ თვითონ დაცემულს, სხვა წამომიყენებია, რამდენჯერ ჩემი ტკივილი სხვის ბედნიერებაში გამიცვლია - ესეც მხოლოდ მე და ღმერთმა ვიცით...
რამდენი ცოდვაც ჩამიდენია და სიკეთეც ხანდახან გამიკეთებია - ესეც მხოლოდ ჩვენ ვიცით: მე და ჩემმა ღმერთმა...
რამდენჯერ ეკლესიაში მისულს სანთლის ანთების დროს-ცრემლი   ნიაღვარივით წამომსვლია, ხან კი უბრალოდ გამშრალა - ესეც ჩვენი საიდუმლოა...
რამდენჯერ უბრალოდ ტკივილისგან ტირილის მაგივრად გიჟივით მიხარხარია, ან კი ბედნიერების წამებში მიტირია - ესეც არავინ იცის...
 ხანდახან უიმედობა რომ შემომიტევს, ოცნებაზე უარის თქმას რომ გავიფიქრებ - ესეც ჩემს გარდა არავინ იცის..
 ხანდახან, ძალიან ხანდახან - სიკვდილზეც რომ მეფიქრება და ველოდები - ამასაც მხოლოდ ღმერთს ვანდობ...
  რამდენჯერ, თან ბევრჯერ ოცნება რომ მოულოდნელად შემსრულებია და ბედნიერებისგან მიტირია - ამას ხანდახან ხმამაღლაც ვამბობ.  
   ხანდახან, სულ ხანდახან ხმამაღლა მინდა ვიყვირო: ცხოვრება მაინც მშვენიერია...ცხოვრება მაინც ღირდა...
 მერე რა რომ....
 17.11.2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი